ვინ არის ლუკ შვარცი: უზრდელი ინგლისელი, თუ საუკეთესო მოთამაშე?

ლუკ შვარცი თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო პერსონაჟია, რომელიც ექსცენტრიულობით, პირდაპირობითა და სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. 

შვარცმა თამაში 9 წლის ასაკში დაიწყო, როცა ამერიკაში ჩავიდა. ამჟამად, ის ბრიტანეთში ცხოვრობს, თუმცა, მშობლები ამერიკის მოქალაქეები არიან. ცხადია, ამერიკულ კულტურაში პოკერის საოჯახო სესია უცხო მოვლენა არ არის. თავის 20-იან წლებში მან სატურნირო პოკერშ გაიბრწყინა, როცა პირველ 18 ტურნირზე ფინალური მაგიდის თამაში მოახერხა. ტურნირებს $5/$10 დოლარიანი ქეშ-გეიმები მოჰყვა, სადაც შვარცმა ნამდვილად გამოავლინა ტალანტი. 

მიუხედავად იმისა, რომ შვარცს წარმატებული პოკერის კარიერა ჰქონდა, მისი სისუსტე ტოტალიზატორებში გამოვლინდა. მომგებიანი სესიების შემდეგ, ის თავის ბანკროლს ცხენების რბოლებში ფლანგავდა. რბოლებზე დადებული $20.000 დოლარიანი ფსონები მისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. 

როცა ფილ გალფონდმა თავისი ძვირადღირებული ჩელენჯი გამოაცხადა, შვარცის გამოჩენას არავინ ელოდა. განსაკუთრებით რთული იყო მისი წარმოდგენა პოტ-ლიმიტ ომაჰას სესიებზე, მაგრამ გალფონდს მანდ სპეციალური წინადადება შესთავაზა: პოტ-ლიმიტ ომაჰას ნაცვლად, წყვილი შერეულ პოკერს ითამაშებდა, რაც თამაშის რამდენიმე სახეობას აერთიანებს. 

და მაინც, გალფონდის შანსები შვარცის წინააღმდეგ მაინც სახარბიელოდ გამოიყურება: ის Bellagio-ში მსოფლიოს საუკეთესოების წინააღმდეგ თამაშობს და მისთვის არც შერეული თამაშებია უცხო. წყვილი 5.000 დარიგების თამაშზე შეთანხმდა, რომლის ლიმიტიც $1.000/$2.000-ით განისაზღვრა. რა თქმა უნდა, საით ბეთის სახით, $250.000 დოლარია დადებული, რომელსაც გამარჯვებული დამატებითი თანხის სახით მიიღებს. 

ის მრავალი ცნობილი მოთამაშის წინააღმდეგ აქტიური კრიტიკით გამოდის. თუმცა, კრიტიკა მსუბუქი სიტყვაა იმასთან შედარებით, რა რიტორიკასაც შვარცი იყენებს. მიუხედავად მისი აგრესიული ხასიათისა, შვარცი ყოველთვის უკან იხევს და განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს ფილ აივისა და დენიელ ნეგრანუს მიმართ. 

რუმები

ქართული უცხოური