სამხრეთ კორეაში დაგეგმილი Triton-ის სერიები კორონა ვირუსის გამო გადაიდო

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონა ვირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ მომენტისთვის, რთულია ვირუსით ინფიცირებული ადამიანების ზუსტი რაოდენობის დადგენა, მაგრამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ჩინეთში ვირუსის 17238 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 361 ფატალური შედეგით დასრულდა. 

ჩინეთის საზღვრებს მიღმა კი, ვირუსის ასეულობით შემთხვევაა აღწერილი. დაავადება გავრცელდა ავსტრალიაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და კანადაში. ასევე, ის ევროპის რამდენიმე ქვეყანას შეეხო. 

რა თქმა უნდა,  როცა საქმე Triton-თან გვაქვს, ყურადღების ცენტრში მაშინვე სამხრეთ კორეა ექცევა. სხვადასხვა საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი მითები არც კორეელებისთვის აღმოჩნდა უცხო. ერთ-ერთ მითს სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრიც კი გამოეხმაურა და განმარტა, რომ კიმჩი - ცცნობილი კორეული ცხარე სანელებელი კორონა ვირუსის პრევენციისთვისა და მკურნალობისთვის სრულიად გამოუსადეგარი იყო. 

ვირუსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს თავად Triton High Roller-ის წარმომადგენლებმაც: "ჩვენი მოთამაშეებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომაც, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, რომ ჩვენი სატურნირო სერია გაგვეუქმებინა." 

სერიების ორგანიზატორები პოკერის ფესტივალის გამართვის სავარაუდო თარიღს 10 თებერვალს დაასახელებენ. 

რუმები

ქართული უცხოური