შონ დიბმა დენიელ ნეგრანუ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა

დენიელ ნეგრანუს შემდეგ, სარა ჰერინმა PokerNews-ის პოდკასტში შონ დიბი მიიწვია. შეგახსენებთ, რომ მანამდე დენიელ ნეგრანუმ შონ დიბი არამხოლოდ მის მეუღლეზე სიტყვიერ თავდასახმაში დაადანაშაულა, არამედ მის მიმართ საკმაოდ შეურაცხმყოფელი სიტყვები გაიმეტა. მანამდე ამ ყველაფერს შონ დიბის ბრალდება უძღვოდა, რომლის მიხედვითაც დენიელ ნეგრანუმ ყველაფერი იცოდა წლის მოთამაშის რბოლისა და თავისი ჩავარდნის შესახებ. 

ბოლო პოდკასტში, შონ დიბმა იმ გარემოებებზე ილაპარაკა, რომლებმაც მას Colossus-ის ივენთზე არასწორი გადაწყვეტილება მიაღებინა. როგორც მოთამაშე ყვება, მან გამოქვეყნებულ სტატისტიკას დაუჯერა, რომლის მიხედვითაც დენიელ ნეგრანუს მეტი ქულები ჰქონდა. მან, ქულების მოპოვებისა და ნეგრანუს გასწრების მიზნით, Colossus-ის ტურნირზე მინიმუმ 5 ადგილის აღება გადაწყვიტა. სინამდვილეში კი მას მე-9 პოზიციაც აკმაყოფილებდა და სტეკის შენარჩუნებისთვის უნდა ებრძოლა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ WSOP-ის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, მან Colossus-ის ივენთი საპრიზო ადგილის გარეშე დატოვა, რაც რობერტ კემპბელისთვის გზის დათმობას ნიშნავდა. 

შონ დიბმა ადრე გაჟღერებულ ბრალდებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ გამორიცხული იყო, რომ დენიელ ნეგრანუს თავისი შედეგები არ სცოდნოდა, რადგან ნებისმიერმა მოთამაშემ იცის, რამდენჯერ მოხვდა საპრიზო ადგილზე. "ნებისმიერმა პროფესიონალმა მოთამაშემ იცის, რამდენჯერ შევიდა ფულში, - ამბობს დიბი, - განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე წლის მოთამაშის სტატუსს ეხება, როცა სტატისტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევ. საიტები აქვეყნებდნენ მის მონაცემებს. სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან წაიკითხავდა, რომ მის ანგარიშზე 17 საპრიზო ადგილი იყო. გამორიცხულია, რომ ნეგრანუს დავიწყებოდა მისი საპრიზო ადგილების რეალური რაოდენობა."

 

რუმები

ქართული უცხოური