დუანი, ქეითსი, ჩედვიკი - ვინ ითამაშებს £1.000.000-იან Triton High Roller-ზე?
Triton Poker-ისთვის ჰაი როლერ ივენთები უცხო არასდროს ყოფილა - პოკერის სამყაროს მაკაუში, სამხრეთ კორეასა და მონტენეგროში გამართული ტურნირები და ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმები სამუდამოდ დაამახსოვრდება. მაგრამ რის გაკეთებასაც Triton-ის მესვეურები 1-ელ აგვისტოს გეგმავენ, მსოფლიოს ჯერ არ უნახავს: ლონდონი პოკერის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ღონისძიებას - £1.000.000 ფუნტ სტერლინგიან ტურნირს უმასპინძლებს.
ამჟამინდელი რეკორდის მფლობელი Big One for One Drop ტურნირია, რომლის ბაი-ინიც €1.000.000 ევროს შეადგენდა. Triton-ის მიერ დაანონსებული ტურნირის შესატანი რომ დოლარებში გადავიყვანოთ, დაახლოებით, $1.250.000 დოლარი გამოვა.
ტურნირს უნიკალური ფორმატი აქვს: პროფესიონალ მოთამაშეებს მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მათ რომელიმე ბიზნესმენი მიიწვევს. ბიზნესმენებისთვის და ქალებისთვის ტურნირი ღიაა და მათ რეგისტრაციის გავლა თავისუფლად შეეძლებათ.
გადავხედოთ სიას, სადაც უკვე დარეგისტრირებული მოყვარული და პროფესიონალი მოთამაშეების ნახვაა შესაძლებელი:
- პროფესიონალები
| მოთამაშე | ქვეყანა |
| ტომ დუანი | აშშ |
| დენ ქეითსი | აშშ |
| დევიდ პიტერსი | აშშ |
| რუი კაო | საფრანგეთი |
| ჯეისონ კუნი | აშშ |
| ბრინ კენი | აშშ |
| მიკიტა ბადიაკოვსკი | ბელარუსი |
| ტიმოფეი კუზნეცოვი | რუსეთი |
| სემ თრიქეთი | დიდი ბრიტანეთი |
| სტივენ ჩედვიკი | დიდი ბრიტანეთი |
- მოყვარულები
| მოთამაშე | ქვეყანა |
| პოლ ფუა | მალაიზია |
| რიჩარდ იონგი | მალაიზია |
| სტენლი ჩოი | ჰონგ კონგი |
| ვაი კინ იონგი | მალაიზია |
| ბობი ბოლდვინი | აშშ |
| კერი კატზი | აშშ |
| ლიანგ იუ | ვანუტუ |
| ივან ლიუ | მალაიზია |
| რობ იონგი | დიდი ბრიტანეთი |
| ალდრედ დე კაროლისი | აშშ |
| რიკ სალომონი | აშშ |





