გრეგ მიულერმა H.O.R.S.E.-ზე WSOP-ის მე-3 სამაჯური მოიგო

2009 წელს გრეგ მიულერმა თავისი პირველი ოქროს სამაჯური მოიგო. 2 კვირის შემდეგ, მან საკუთარ სატურნირო კარიერას კიდევ ერთი ოქროს სამაჯური დაუამატა. მე-3 სამაჯურის მოსაგებად მას ზუსტად 10 წელი დასჭირდა.  

WSOP-ზე მიულერის წლევანდელი მოგზაურობაც საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა: ფოლდ ექვითის არარსებობის პირობებში, დაბალი წყვილით, ქიქერის გარეშე, ის ოლ ინ სიტუაციაში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მან არათუ დარიგების მოგება, არამედ მოწინავე პოზიციებზე დაბრუნება, ჩიპლიდის მოპოვება და ბოლოს, მე-3 ოქროს სამაჯურისა და $425.347 დოლარის მოგება შეძლო. 

"კარგი მიდგომა, იღბალი და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრები" - ამ ფაქტორებით ხსნის მიულერი საკუთარ გამარჯვებას. პირველი ორი სამაჯური მან ულიმიტო ჰოლდემის ტურნირში მოიპოვა. ამჯერად, მიულერის გამარჯვება H.O.R.S.E.-ის $10.000 დოლარიან ტურნირზე მოვიდა. როგორც დენიელ ნეგრანუმ ერთხელ თქვა, რამდენადაც ეს თამაში პოკერის რამდენიმე სახეობას აერთიანებს, H.O.R.S.E.-ის გამარჯვებული ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონია. 

გრეგ მიულერმა გამარჯვება 172 ენტრანტს შორის მოიპოვა. როგორც თავად ყვება, აინტერესებდა, ისევ შეეძლო თუ არა მოგება: "როცა კანადაში ვარ, პოკერს შეხება საერთოდ არ მაქვს. ძირითადად ვვარჯიშობ,  ჰოკეის ვთამაშობ, სხვადასხვა სპორტულ გადაცემებს ვუყურებ... მაინტერესებდა, დავშორდი თუ არა პოკერს წლების განმავლობაში?" როგორც აღმოჩნდა, მას კვლავაც შეუძლია ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და მრავალფეროვანი ტურნირის მოგება. 

ტურნირის 172 მონაწილესთან ბრძოლის გარდა, ფინალურ მაგიდაზე მას დარიო სამარტინო და სკოტ კლემენტსი დაუპირისპირდნენ, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებდა. მიუხედავად ამისა, ორივე მოთამაშე სწორედ მიულერმა ჩამოიშორა გზიდან და გადამწყვეტი ჰედს-აპის სათამაშოდ დენიელ ოსპინას წინააღმდეგ დაჯდა. ჰედს-აპი, შესაძლოა, გადაჭარბებული ნათქვამი იყოს, რადგან მიულერმა ოსპინა ერთ დარიგებაში, ფლეშით დაამარცხა და WSOP-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

 

თეგები
WSOP 2019 HORSE

რუმები

ქართული უცხოური