ინტერვიუ დევიდ პიტერსთან

მონტენეგროში გამართული Triton High Roller-ის ერთ-ერთი ტურნირის შესვენების დროს, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ - დევიდ პიტერსმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. ამჟამად, ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების ათეულში პიტერსი მე-5 პოზიციას იკავებს. დიდი შანსია, რომ ის წლის საუკეთესო მოთამაშეც გახდეს. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, პიტერსი საკმაოდ ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა. 

კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ ის და სტივენ ჩედვიკი ტურნირების საუკეთესო მოთამაშეები არიან, პიტერსმა მოკრძალებულად უპასუხა: "მე მხოლოდ ის ვიცი, რომ კარგად ვთამაშობ." როგორც ის ყვება, მას ხშირად ცნობენ და ეს ძალიან მოსწონს: "განსაკუთრებით სასიამოვნო ის ფაქტია, რომ ზოგჯერ ის ადამიანები მცნობენ, ვისაც პოკერთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ."

მას ხშირად ადარებენ ერიკ საიდელის ახალგაზრდობას. პიტერსის აზრით, სათამაშო ინდუსტრიაში ერიკ საიდელი სამაგალითო ადამიანია, ვისთან პარალელის გავლებაც ნებისმიერი მოთამაშისთვის სასიამოვნო იქნება. კითხვაზე, პოკერის თეორია უფრო მნიშვნელოვანია თუ პრაქტიკა, პიტერსმა ასე უპასუხა: "ჩემი კარიერის პირველი ნაწილი მთლიანად თამაშს დაეთმო. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ თამაშის შესწავლა და თეორიული ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და, საბოლოოდ, სწავლაზე გადავერთე."

დევიდ პიტერსისთვის ყველაზე ცუდი ოპონენტი ალექს ფოქსენია: "არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა ფოქსენთან ვჯდები სათამაშოდ, საოცრად არ მიმართლებს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულ ოპონენტებთან მიწევს თამაში, თუმცა, დისკომფორტს არავისთან არ განვიცდი." 

რუმები

ქართული უცხოური