PCA-ის მეინ ივენთზე 20 მოთამაშე დარჩა, მათ შორისაა ჩინო რიმიც

პოკერის ყოველი ფესტივალი, როგორც წესი, მთავარი ღონისძიებით სრულდება. ამჯერადაც, PokerStars Carribean Adventure-ის სერიები $10.300 დოლარიანი მეინ ივენთით სრულდება, რომლის პირველი ადგილისთვისაც $1.5 მილიონ დოლარზე მეტია დაწესებული. 

ტურნირის მე-4 დღემდე ისეთმა მოთამაშეებმა ვერ მიაღწიეს, როგორებიც დიმიტრი ურბანოვიჩი, მარია ჰო, ანდრე აკარი და PokerStars-ის სახე, რენდი nanonoko ლიუ არიან. სამაგიეროდ, 20 მოთამაშეს შორის მეტ ბერკი, კრისტოფ ვოგელსანგი და ლეგენდარული ჩინო რიმი მოხვდნენ. ამ მომენტისთვის, ტურნირის ჩიპლიდერი ტომი უინია, ავსტრიელი მატიას აიბინგერი კი მე-4 ადგილზეა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მონაცემებით, ჩინო რიმი მე-7 პოზიციას იკავებს, ის ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. რიმის სახელს მისივე რეპუტაცია უსწრებს წინ. ბევრი კოლეგა მას ერთ-ერთ ყველაზე კეთილსინდისიერ მოთამაშედ ასახელებს, მაგრამ მის სახელს თაღლითობისა და გადაუხდელი ვალების უამრავი ისტორიაც ახლავს თან. რიმის ანგარიშზე WPT-ის 3 ტიტული და $10 მილიონ დოლარზე მეტი მოგებაა. 

გადარჩენილ მოთამაშეთა შორის სკოტ ველენბახიცაა. მისი განცხადებით, მთელ თავის მოგებას ის ქველმოქმედებაში დახარჯავს. სკოტ ვალენბახი ბუდისტი ენთუზიასტია, რომელიც ბუდისტურ ტექსტებს ინგლისურ ენაზე თარგმნის. 2017 წელს, EPT Barcelona-ზე მოგებული $92.000 დოლარი მან მთლიანად საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხა და თქვა, რომ ფული მას არაფერში ადგება. 

თეგები
PCA 2019 ჩინო რიმი

რუმები

ქართული უცხოური