როგორ შეიწირა ლეონ ცუკერნიკის ქულერმა ჯეისონ კუნი და კრისტოფერ კრაკი
Carribean Poker Party-ის ფარგლებში მიმდინარე $10.000.000 GTD-ის მე-3 დღე დიდი ქულერით დაიწყო: ლეონ ცუკერნიკმა ქუადსის წყალობით ჯეისონ კრუკი და კრისტოფერ კრაკი გზიდან ჩამოიშორა. დარიგებას დრამატულობით ის ფაქტორი გამოარჩევდა, რომ ყოველ რაუნდზე ლიდერი იცვლებოდა.
მოთამაშეებს შემდეგი ხელები დაურიგდათ:
ლეონ ცუკერნიკი - 5
5![]()
კრისტოფერ კრაკი - A
J![]()
ჯეისონ კუნი - 8
8![]()
ფლოპი: Q
8
5![]()
გათამაშების ორ მონაწილეს - Kings Casino-ს მფლობელსა და კანადელ ჰაი სტეიკს გრაინდერს ტრიპსები შეხვდათ, ხოლო მიმდინარე წლის ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან მოთამაშეს - ნათ ფლეშ დრო. მოთამაშეებმა საკუთარი ჩიპები მაგიდის ცენტრში იმაზე გაცილებით ადრე მოაქციეს, სანამ დარიგების მათემატიკურ მხარეს განიხილავდნენ. ამ მომენტისთვის უპირატესობას კრისტოფერ კრაკი ფლობდა.
თერნი: Q
8
5
9
თერნზე დადებულმა 'ჯვარმა' ჯეისონ კუნს ფლეში დაუსრულა და უპირატესობა მიანიჭა, მაგრამ მას ბორდის გაწყვილება უნდა აეცილებინა თავიდან.
რივერი: Q
8
5
9
5
"არის! აი მესმის დასაწყისი!" - წამოიყვირა ცუკერნიკმა, როდესაც მისი 2.39%-იანი შანსები ზუსტ მომენტში ამოქმედდნენ. დარიგების ანდერდოგმა ქუადსი დაასრულა და ორი მოთამაშე, რომლებიც პირველ და მეორე რაუნდებზე უპირატესობას ფლობდნენ თამაშს გამოთიშა.
ამ მომენტისთვის, ტურნირის ჩიპლიდერთა სია ასე გამოიყურება:
| პოზიცია | მოთამაშე | ჩიპ ქაუნთი |
| 1 | ლეონ ცუკერნიკი | 28.400.000 |
| 2 | ბენ ტოლერენი | 21.140.000 |
| 3 | როჯერ ტასკა | 20.900.000 |
| 4 | ჩენს კორნუთი | 20.500.000 |
| 5 | სტივ ო'დუაიერი | 19.550.000 |





