კაზინო Borgata ფილ აივისგან $30.000.000 დოლარს ითხოვს
ყველას ემახსოვრება ფილ აივის გახმაურებული საქმე, რომელიც ამერიკულ და ბრიტანულ კაზინოებში, ბაკარასა და პუნტო ბანქოს მაგიდებთან განხორციელებულ სავარაუდო თაღლითობას შეეხება. აივის ე.წ. edge sorting-თან დაკავშირებით ედავებიან, რომელსაც არც თავად მოთამაშე უარყოფს, მაგრამ სანაცვლოდ მილიონობით დოლარის გადახდას არ აპირებს.
ნევადის შტატის მოსამართლის გადაწყვეტილებით, "აივის საქციელი აღფრთოვანებას არ იწვევს", მაგრამ ამავდროულად "შორსაა თაღლითობისგან". როგორც ჩანს, Borgata-ს ადვოკატებს სხვა მოსაზრება აქვთ. მათ შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომელიც ყველა წინა მოსამართლის გადაწყვეტილების გადახედვას და აივის საქმის RICO-ს ჭრილში განხილვას ითვალისწინებს.
RICO - Racketeer Influenced and Corrupt Organizations Act, ან უბრალოდ RICO Act აშშ-ის ფედერალური კანონმდებლობის ნაწილია, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგაა მიმართული. სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, სწორედ იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ აივიმ და მისმა კომპანიონმა RICO-ს ნაწილი დაარღვიეს.
კაზინოს მოთხოვნით, აივის $30.000.000 მილიონის გადახდა უნდა დაევალოს, რადგან მის გამო დაწყებულმა პროცესებმა კაზინოს თავდაპირველი ზარალი გაასამმაგეს. ერთ-ერთი წაგებული საქმის შემდეგ, ფილ აივის ადვოკატებმა საწყისი $9.6 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი თქვეს, რადგან მსგავსი თანხის ერთბაშად გაცემა აივის ბანკროლისთვის მძიმე დარტყმა იქნებოდა. მას შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით, სატურნირო მაგიდებთან აივიმ $2.4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.