შვილის დაბადების დღე შონ დიბმა WCOOP-ის მოგებით აღნიშნა

პოკერის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ - შონ დიბმა შვილის დაბადების დღე WCOOP-ის ტიტულით აღნიშნა. "2 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ჩემი შვილის დაბადებას ვერ დავესწარი, რადგან WCOOP-ის ტურნირს ვთამაშობდი, რომელიც მოვიგე კიდეც. წელს, იგივეს გამეორება გადავწყვიტე. დაბადების დღეს გილოცავ, ჩენს!" - წერს 'ტვიტერის' გვერდზე დიბი, რომელსაც უკვე WCOOP-ის 5 ტიტული აქვს მოგებული. 

$38.088 დოლარი, რომელიც დიბმა მიიღო, დღის საუკეთესო ანაზღაურება არ ყოფილა. ეს პატივი ავსტრიელ ჯანლუკა სპერანსას ხვდა წილად, რომელმაც 8-მაქს ტურბო ჰაი როლერი მოიგო, $140.634 დოლარით პირველი ადგილისთვის. 

მიუხედავად შონ დიბის საოცარი წარმატებისა, მის გამარჯვებას ზოგიერთი გულშემატკივრისგან საკმაოდ მძიმე და ნეგატიური შეფასება მოჰყვა: "ცდილობს მოგებით იტრაბახოს. სინამდვილეში კი, არამარტო ის აღიარა, რომ შვილის დაბადებას არ დაესწრო, არამედ ისიც, რომ ამ დროს პოკერს თამაშობდა." ბევრმა, ირონიით, შონ დიბს წლის მამა უწოდა. 

სინამდვილეში, შონ დიბმა არამხოლოდ შვილის დაბადება, საკუთარი დის ქორწილიც გამოტოვა. როგორც თავად ამბობს, WCOOP-ის სერიების გაცდენა სულელური საქციელი იქნებოდა და ამაზე მისი დაც და მეუღლეც თანხმდებოდნენ. 

რუმები

ქართული უცხოური