ინგლისელმა მოთამაშემ WSOP-ზე ფილ ჰელმუტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

უკვე რამდენიმე წელია, რაც ფილ ჰელმუტმა თამაშისადმი საკუთარი მიდგომა მკვეთრად შეცვალა - მისი ტრადიციული, აგრესიული იმიჯის ნაცვლად, მძიმე მომენტებს ჰელმუტი პოზიტიური განწყობით უდგება და რთულ სიტუაციებშიც სიმშვიდეს ინარჩუნებს. რამდენიმე დღის წინ, მის ხასიათსა და განწყობას ურთულესი გამოცდის გავლა მოუხდა.

როგორც მეთ სმიტის 'ტვიტერის' გვერდიდან ირკვევა, WSOP-ის პოტ ლიმიტ ომაჰას ივენთის მსვლელობისას, მაგიდაზე ინგლისელი მოთამაშე, სტუარ რატერი განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდა: "ჰელმუტთან ომაჰას ვთამაშობ. მაგიდას ბრიტანელი ტიპი მიუჯდა და ჰელმუტს და დანარჩენ მოთამაშეებს უზრდელად მიმართავს, - წერს 'ტვიტერზე სმიტი, - 10 წუთის განმავლობაში უკვე 2 ჯარიმა მიიღო."

სტუარტ რატერი პოკერის მოთამაშის საკმაოდ შთამბეჭდავ რეზიუმეს ფლობს, მაგრამ WSOP-ის მაგიდასთან მისი საქციელი ყოველგვარ საზღვრებს გაცდა. რთული სათქმელია, რამდენად კარგად თამაშობდა ნასვამი ინგლისელი, მაგრამ მისი მაგიდასთან ყოფნა ყველამ იგრძნო. ტურნირზე ისეთი სახელების ნახვა იყო შესაძლებელი, როგორებიც დენიელ ნეგრანუ, მაიკ მატუსოუ და კრის ფერგიუსონი არიან, მაგრამ რატერმა სამიზნეში სწორედ ფილ ჰელმუტი ამოიღო.

მას შემდეგ, რაც მას მაგიდა დაატოვებინეს, რატერი მაგიდის სიახლოვეს დაჯდა და ჰელმუტს მიმართა: "თამაშის უფლებას არ მაძლევენ, მაგრამ იმის უფლება მაინც მაქვს, რომ შენს ცუდ თამაშს ვუყურო." მიუხედავად ჰელმუტის მოთხოვნისა, რომ რატერი WSOP-ის ტურნირებიდან მოეხსნათ, მეორე დღეს მან ტურნირზე დაბრუნება მაინც შეძლო. 

რუმები

ქართული უცხოური