პოკერზე წიგნის წერის პერიოდში მარია კონიკოვამ $200.000 დოლარი მოიგო

სულ რაღაც ერთი წლის წინ, მარია კონიკოვა New Yorker-ის ჟურნალისტი იყო, რომელსაც პოკერზე წიგნის დაწერა სურდა. მომავალში, წიგნს The Biggest Bluff დაერქვა და New Yorker-ის ერთ-ერთ ბესტსელერად იქცა. რაც ამ ისტორიას განსაკუთრებულ ელფერს სძენს, ისაა, რომ წიგნის დაწერამდე კონიკოვამ პოკერზე არაფერი იცოდა, წიგნისთვის მასალების ძიების პროცესში კი მან თამაშზე იმხელა ინფორმაცია დააგროვა, რომ პოკერის ტურნირებზე $200.000 დოლარის გამომუშავება შეძლო. მარია კონიკოვამ, მიმდინარე წელს, PCA-ის ტიტულიც მოიგო, $84.600 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. 

სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით, რომლებმაც შესანიშნავი წიგნები დაწერეს პოკერის შესახებ და რომლებსაც საკმაო გამოცდილება ჰქონდათ პოკერის მაგიდებთან დაგროვილი, კონიკოვამ პოკერის მომგებიანი ხელების თანმიმდევრობაც კი არ იცოდა. 

მისი ასეთი წარმატება გასაკვირი არცაა: კოლუმბიის უნივერსიტეტში, მარია კონიკოვას ფსიქოლოგიაში პროფესორის ხარისხი აქვს მიღებული. პოკერზე წიგნის დაწერამდე, მას უკვე ჰქონდა გამოცემული წიგნი თაღლითობასა და ფსიქოლოგიაზე, სათაურით The Confidence Game: The Psychology of the Con and Why We Fall for it Every Time. წიგნის დაწერამდე, კონიკოვამ ისეთი გრანდებისგან მიიღო გაკვეთილები, როგორებიც ერიკ საიდელი, აიზიკ ჰექსტონი და ჯეისონ კუნი არიან. "ჩემს შემდეგ პროექტზე ვფიქრობდი, - ყვება The Independent-თან საუბრისას კონიკოვა, - მინდოდა იღბალზე დამეწერა და იმაზე, თუ რამდენად შეგვიძლია განვასხვავოთ იღბალი ჩვენ მიერ დაგროვილი გამოცდილებისგან, ან საერთოდაც, შეგვიძლია თუ არა მისი კონტროლი?"

რუმები

ქართული უცხოური