North America PartyPoker Millions-ზე დევიდ ელდრიჯმა $300.000 მოიგო

გუშინ, კანადაში მდებარე Playground Poker Club-ში PartyPoker-ის ჩრდილოამერიკულმა სერიებმა აიღო სტარტი, რომლის პირველი ივენთის - $10.000 დოლარიანი ჰაი როლერის გამარჯვებული დევიდ ელდრიჯი გახდა, $300.000 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. ამ გამარჯვებით, ელდრიჯის კარიერული სატურნირო მოგება $1.000.000-მდე გაიზარდა. 

ელდრიჯს მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა - ჯერ, მას ტურნირზე დარეგისტრირებული 80 მოთამაშის მძიმე ჯაჭვის გარღვევა მოუხდა, რათა ფინალურ მაგიდამდე მიეღწია, სადაც კიდევ დიდი დარბკოლება ელოდა - ვიქტორ Isildur1 ბლომის, კრის მორმანისა და ვიქტორ რამდინის სახით. 

მიუხედავად მსგავსი ლაინ-აფისა, 10 საათიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ, დევიდ ელდრიჯმა ფინალურ ეტაპამდე მიღწევა და გადამწყვეტ ჰედს-აპში ტურნირის ვეტერანის - ვიქტორ რამდინის დამარცხება მოახერხა, რომელმაც მე-2 ადგილისთვის $141.000 დოლარი მიიღო. 

რაც შეეხება ვიქტორ ბლომს, რომლის ტურნირზე გაბრწყინებასაც ბევრი ელოდა: ბლომმა მე-5 პოზიციამდე მიაღწია. მისი ჯიბის 77 წყვილი, ელდრიჯის JJ-ის წყვილის წინააღმდეგ დამარცხდა და მე-5 ადგილსა და $56.000 დოლარს დასჯერდა. სავარაუდოდ, ჩრდილოამერიკულ სერიებზე ბლომს ხშირად ვიხილავთ. 

 

რუმები

ქართული უცხოური