ინტერვიუ ლუკ შვარცთან

PokerStars-ის ზამთრის სერიების ივენთზე გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ლუკ შვარცის სახელი პოკერის ნიუსებში კვლავ გამოჩნდა. როგორც ჩანს, მსოფლისო ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური, ხმაურიანი და სიტყვაუხვი მოთამაშე, პოკერის მოყვარულებს შორის, განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს. გთავაზობთ HighStakesDB-ზე გამოქყვენებულ ინტერვიუს, სადაც ინგლისელმა მომავალ გეგმებზე და კრიპტოვალუტაზე ისაუბრა. 

მიმდინარე წელი შენთვის საკმაოდ კარგად დაიწყო: ჯერ PokerStars-ის შერეული თამაშების მაგიდებზე მოიგე, შემდეგ ზამთრის სერიებზე  $63.000 დოლარიანი შემოსავალი მიიღე. სტარტი აშკარად კარგია, მაგრამ რას გვეტყვი 2018 წლის გეგმებზე?

მიმდინარე წლისთვის ჩემი გეგმები, რა თქმა უნდა, თამაშს ეხება - მე რაც შეიძლება მეტი უნდა ვითამაშო. გასულ წელს, უმეტესი დრო სპორტზე დადებულ ფსონებს, ტოტალიზატორებს და სხვა თამაშებს დავუთმე. ამჯერად, კვლავ კარტს უნდა მივუბრუნდე. ძირითადად PLO-ს თამაშს ვაპირებ და ონლაინ ტურნირების.

ტურნირებს რაც შეეხებათ: SCOOP-ის 5 ტიტული გაქვს მოგებული, Sunday Million და ა.შ. რატომ ვერ გხედავთ WSOP-ზე? 

ლას ვეგასში 2013 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ. როცა საქმე ტურნირების გამო მოგზაურობას ეხება, საკმაოდ ზარმაცი ვხდები. მაგრამ ვეგასში რომ უფრო ხშირად გამოვჩნდე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე გავხდები - ამაში ეჭვიც არ მეპარება. 

ჩვენ ასევე გნახეთ სემ ტრიკეტის მიერ PartyPoker-ზე მოწყობილ PLO-ს თამაშებზე. უნდა ველოდოთ თუ არა მსგავს ტურნირებზე შენს გამოჩენას? 

მართლაც მაგარი თამაში იყო! ბოლო წამებზე შევძელი დარეგისტრირება. საკმაოდ არ გამიმართლა. ჯერ $100.000-იან დარიგებაში არ გამიმართლა და 4-აუტერთან წავაგე. შემდეგ $200.000 დოლარი კიდევ ერთ დარიგებაში წავაგე... ასე რომ, თამაში საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა. 

უკანასკნელი ერთი ან ორი წლის მანძილზე, პოკერის პროფესიონალი მოთამაშეები ხშირად ერთვებიან კრიპტოვალუტის ბიზნეში - ზოგი დიდ წარმატებით, ზოგი - ნაკლებით. შენც მათ რიგებს ხომ არ შეერთებიხარ?

სამწუხაროდ, გასულ წელს, კრიპტოვალუტის ყიდვა ვერ მოვახერხე, თორემ ახლა მილიარდერი ვიქნებოდი. ახლა წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ უხარიათ სულელ ამერიკელ ახალგაზრდებს ამ სულელური კრიპტოვალუტის ფასში ასახული ცვლილება. ღმერთო, მეც ხომ უკვე მათ რიგებში ვარ?

ხალხს შენი ტელეეკრანზე გამოჩენა ძალიან ახალისებს. აშკარად, გულშემატკივრების და მოძულეების დიდი არმია გყავს. ხომ არ აპირებ ჯო ინგრამის ან დაგ პოლკის მსგავსად საკუთარი გადაცემის გაკეთებას?

პოდკასტებზე და გადაცემებზე მეც ვიფიქრე, მაგრამ საკმაოდ დაკავებული ვარ: ორი შვილი, პოკერი, სავარჯიშო დარბაზი, ახლა კიდევ ეს სულელური კრიპტოვალუტა... ადრე თუ გვიან, რამე მსგავსის გაკეთება აუცილებლად მომიწევს.

 

 

რუმები

ქართული უცხოური