ლუკ შვარცი PokerStars-ის ზამთრის სერიების ტურნირს იგებს
დაგ პოლკთან და სხვა მოთამაშეებთან კამათისგან დასვენების პერიოდში, ლუკ შვარცი PokerStars-ზე თამაშობს და დამატებით საათებს იღებს, როგორ ჩანს - საკმაოდ წარმატებულადაც.
ბრიტანელმა მოთამაშემ ზამთრის სერიების 24-ე ივენთი მოიგო, $63.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. ტურნირის ბაი-ინი $1.050 დოლარს შეადგენდა და მასზე 239 მოთამაშე დარეგისტრირდა. დამატებითი 95 რე-ბაის შემდეგ, $250.000 დოლარიანი გარანტირებული საპრიზო ფონდი კიდევ გაიზარდა, რაც ონლაინ ტურნირისთვის საკმაოდ სოლიდურ პრაიზპულად შეიძლება ჩაითვალოს.
შვარცის გარდა, ტურნირზე დარეგისტრირებული ცნობილი მოთაშეებიდან ფინალურ მაგიდაზე ლუდოიკ გელიჰი და ტომ ჰოლი მოხვდნენ. ბრიტანელის მთავარი მეტოქე, ფინალურ ჰედს-აპში, პოლონელი marbar1992 იყო, რომელმაც მეორე ადგილისთვის $47.010 დოლარი მიიღო.
Pocketfive-ის მონაცემებით, ამ მომენტისთვის, ლუკ შვარცის მოგება PokerStars-ის რუმზე $2.3 მილიონ დოლარს შეადგენს. მისი უდიდესი ანაზღაურება 2016 წლით თარიღდება, როდესაც მან PokerStars-ის Sunday Millions $183.433 დოლარის მოგებით დაასრულა.





