ვიქტორ ბლომის კიდევ ერთი მოგებული ტურნირი

ვიქტორ ბლომმა სახელი იმით გაითქვა, რომ ონლაინ პოკერის უმაღლესი ლიმიტების ქეშ-გეიმ მაგიდებზე, მილიონობით დოლარს იგებდა და კარგავდა. მართალია, თანამედროვე ონლაინ პოკერი ძველ დიდებას ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა - მოთამაშეები იძულებულები არიან შედარებით დაბალ ლიმიტებზე ითამაშონ, მაგრამ Isildur1 კვლავ აქტიური რჩება და კვლავაც განაგრძობს თანამედროვე პოკერის სამყაროში, ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი მეტოქის იმიჯის შენარჩუნებას. 

დროთა განმავლობაში, ბლომმა იმის დამტკიცებაც შეძლო, რომ ის არამხოლოდ კარგი ქეშ-გეიმერი, არამედ ტურნირების საკმაოდ წარმატებული მოთამაშეცაა. ნიუსები, მისი მოგებული ტურნირების შესახებ, ხშირად ჩნდება ინტერნეტ სივრცეში. ამჯერადაც, შვედმა მოთამაშემ PokerStars-ის $2.100 დოლარიანი ტურნირი მოიგო, $63.000 დოლარით პირველი ადგილისთვის.

სულ რაღაც გასულ თვეში, ბლომმა PokerStars-ის 2 ივენთზე პირველი ადგილი, ხოლო ერთზე მე-5 ადგილი დაიკავა. ამჯერად კი, $2.100 დოლარიანი ივენთის მოგება შეძლო, რომელზეც 157 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. ტურნირი PokerStars-ის ზამთრის სერიების ფარგლებში გაიმართა. მხოლოდ PokerStars-ზე, ბლომის ონლაინ ტურნირების შემოსავალი $1.000.000 დოლარს გადაცდა. ის საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს სხვა ონლაინ პლატფორმებზე გამართულ ტურნირებშიც, რაც იმის დამადასტურებელია, რომ შვედი არამხოლოდ კარგი ქეშ-გეიმერი, არამედ ტურნირების სპეციალისტიცაა. 

რუმები

ქართული უცხოური