ვიქტორ Isildur1 ბლომი Sunday High Roller-ს იგებს
შვედი მოთამაშისთვის გასული კვირა მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა: მისი რამდენიმედღიანი მძიმე ჩავარდნა, ქეშ-გეიმებზე ამოღებული ფულითა და 'პოკერსტარსზე' მოგებული Sunday High Roller ტურნირით დასრულდა.
საკვირაო ტურნირმა 114 მოთამაშეს მოუყარა თავი, მათ შორის PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდის წევრებს - იგორ კურგანოვსა და ლივ ბურეს. ცნობილ მოთამაშეებს შორის იყვნენ ჯეისონ კუნი, ბენ ტოლერენი, ფედორ ჰოლცი, ჯასტინ ბონომო, მუსტაფა კანიტი და სხვები.
ტურნირის დასრულებას 9 საათი დასჭირდა. 20 დარჩენილ მოთამაშეს შორის, რომლებმაც ანაზღაურება მიიღეს, ლივ ბურე, WSOP მეინ ივენთის ჩემპიონი - რაიან რაისი, და დამიან სალასი იყვნენ. მუსტაფა კანიტმა და ივან ლუკამ ფინალურ მაგიდაზე მოხვედრაც მოახერხეს.
ფინალურ მაგიდაზე, ვიქტორ ბლომი ჩიპების რაოდენობით მეორე აღმოჩნდა. მას მნიშვნელოვანი ბრძოლის გადატანა საკუთარი თანამემამულის, შვედი Sasuke234-ის წინააღმდეგ მოუხდა, რომელთანაც დაძაბული ფინალური მაგიდის გარდა, გადამწყვეტი ჰედს-აპის თამაშიც მოუწია. პირველი ადგილისთვის ბლომმა $63.842 დოლარი მიიღო.





