ვიქტორ Isildur1 ბლომის დაუნსვინგი გრძელდება

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, შვედი მოთამაშის, ვიქტორ ბლომის მოგების გრაფიკი მცირე, მაგრამ მტკიცე დაღმასვლას განიცდის. გასულ სამშაბათს, ბლომმა, გერმანელი პროფესიონალი მოთამაშის, RaulGonzales-ის წინააღმდეგ $73.500 დოლარი წააგო. 

დღე ბლომისთვის საკმაოდ წარმატებულად დაიწყო: $400/$800 ლიმიტზე, 220 დარიგების განმავლობაში, ბლომმა $30.000 დოლარის მოგება შეძლო. 

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, მოთამაშეებმა კვლავ განაგრძეს ჰედს-აპ დაპირისპირება, ამჯერად $1.000/$2.000 ლიმიტზე. 40 წუთიანი სესიის დროს, RaulGonzalez-მა $68.950 დოლარი მოიგო. თამაშს კვლავ პაუზა და კვლავ შვედი მოთამაშის მარცხი მოჰყვა, ამჯერად $34.759 დოლარიანი ზარალით. 

ბლომის დამარცხების შემდეგ, გერმანელი პოტ-ლიმიტ ომაჰას მაგიდებზე წავიდა და JayP-AA-ის წინაღმდეგ გამარდა სესია, რომელიც სულ რაღაც 16 დარიგება გაგრძელდა. სესიის განმავლობაში, მოთამაშეები სამჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს $80.000 დოლარიან ბანკში, საიდანაც სამივე გერმანელმა მოიგო. მიუხედავად ამისა, RaulGonzalez-მა სესია $20.000 დოლარის მინუსით დაასრულა. გასული კვირის ყველაზე მომგებიანი მოთამაშე კი სწორედ RaulGonzales გახდა. 

 

რუმები

ქართული უცხოური