ფილ აივი Virtue Poker-ს უერთდება
მიუხედავად იმისა, რომ ფილ აივი დიდი პოკერიდან, ფაქტიურად, გამქრალია, სიახლე მის შესახებ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლეგენდარული მოთამაშე კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული ონლაინ პოკერის სტარტ-აპ კომპანიის - Virtue Poker-ის სახე ხდება.
Virtue Poker-ის გუნდში უკვე შევიდნენ ჰაი სტეიკს რეგულარები, ბრაიან რასტი და დენ კოლმანი. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, რაიან გიტლსონი განმარტავს, აივი გუნდს სტრატეგიული მრჩევლის სტატუსით შეუერთდება: "აივი ჩვენს გუნდთან ერთად იმუშავებს და ფიდბექის ანალიზში დაგვეხმარება. მისი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი საიტის განვითარებაში."
კომპანიის დამფუძნებლები სავსებით რეალურად აღიქვამენ იმ უპირატესობებს, რასაც აივის გუნდში გაწევრიანება მოიტანს: "ბრენდის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ ყველაფერს, ფილ აივი საუკეთესო არჩევანი იქნება. ის პოკერის სამყაროში შესასვლელი ბილეთია. თუ აივი ჩვენს რუმში ითამაშებს, ან თუ ლაივ ტურნირებისა და სატელევიზიო შოუების მსვლელობისას ჩვენი კომპანიის სამკლაური ექნება, წარმატება გარანტირებული გვაქვს."





