ლეგენდარული სემი ფარა თანამედროვე პოკერით უკმაყოფილოა

თუ ვინმეს High Stakes Poker უნახავს, სემი ფარას თამაშს, საუბრის მანერას და სიგარეტს ვერასდროს დაივიწყებს. ლეგენდარულმა მოთამაშემ, რამდენიმე დღის წინ, PokerNews-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და პოკერის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა. 

სემი ფარა, 2003 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე, კრის მანიმეიქერის მთავარი მეტოქე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფარამ ჰედს-აპი მეორე ადგილით და $1.3 მილიონის მოგებით დაასრულა, ის პოკერის ბუმისა და ე.წ. 'მანიმეიკერის ეფექტის' ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. მისი სატურნირო კარიერა $3 მილიონ დოლარზე მეტს ითვლის, თუმცა, ის ქეშ-გეიმებითაა ცნობილი. 

PokerNews-თან საუბარში, ლიბანური წარმოშობის მოთამაშე თანამედროვე პოკერში თაღლითურ დარღვევებზე საუბრობს: "ისე როგორც ნებისმიერ ბიზნესში, პოკერშიც ასე ხდება: როცა საქმე ბევრ ფულს ეხება, არაკანონიერი და თაღლითური მეთოდები მაშინვე იჩენენ თავს, - ყვება ლეგენდარული მოთამაშე, - იმის თქმა არ მინდა, რომ ეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხდება, მაგრამ პატარ-პატარა დარღვევები საკმაოდ ხშირია. მაგალითად, თამაშის მსვლელობისას, მოთამაშე მეგობარს თავისი ხელის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით აწვდის ინფორმაციას. ისინი ამას ხან საქმეს, ხან გართობას ეძახიან. სინამდვილეში კი ეს თაღლითობაა."

სემი ფარას განმარტებით, დღევანდელ ვეგასში დიდი თამაშების მოძებნა ბევრად რთულია, ვიდრე ეს 10 წლის წინ იყო. "მე 14 წლის მანძილზე ვითამაშე უმაღლეს ლიმიტებზე. ასეთ სესიებს ყოველდღიურად ვეღარ გაუძლებ, ამიტომაც ახლა გაცილებით ნაკლებს ვთამაშობ."

 

რუმები

ქართული უცხოური