პატრიკ ანტონიუსი თანამედროვე პოკერით უკმაყოფილოა

2017 წლის ევროპულმა პოკერის სერიებმა თითქმის ყველა ცნობილი მოთამაშე, მათ შორის, პოკერის ორი ლეგენდა - გას ჰენსენი და პატრიკ ანტონიუსიც მიიზიდა. როზვადოვში, ორივე მათგანი WSOPE-ის ფარგლებში გამართული €111.111 One Drop-ის სათამაშოდ ჩავიდა, თუმცა სახარბიელო შედეგი ვერ აჩვენეს. 

ჰენსენიც და ანტონიუსიც ქეშ-გეიმებით გახდნენ ცნობილები. სატურნირო პოკერი არცერთი მათგანის ძლიერი მხარე არ ყოფილა. როგორც PokerNews-თან მიცემულ ინტერვიუში პატრიკ ანტონიუსმა ისაუბრა, ის თანამედროვე პოკერით იმედგაცრუებულია: "დღევანდელი პოკერით და მისი განვითარებით საკმაოდ უკმაყოფილო ვარ. მოთამაშეები გაცილებით სერიოზულად აღქვამენ ყველაფერს, რაც გემბლინგის ელემენტს სრულიად უგულებელყოფს. ხიბლი, რაც პოკერს წარსულში ჰქონდა, დღეს აღარ აქვს."

ანტონიუსმა თამაშის სიჩქარეზეც გააკეთა აქცენტი: "ტურნირებზე ე.წ. 'შოთ ქლოქის' შემოტანა კარგი იდეა იყო. თანამედროვე სატურნირო პოკერი ძალიან შენელებულია. მაგიდას ერთი თავისებურება ახასიათებს: ვინმე თუ ნელა იწყებს თამაშს, სხვებიც მას ბაძავენ. საათის დანიშვნა თამაშს ააჩქარებს და ბევრად მხიარულს გახდის. მიმდინარე ტურნირზე, ერთ ეპიზოდში, ყოველი დარიგება 6-7 წუთი გრძელდებოდა, რაც ძალიან დამღლელი იყო."

 

რუმები

ქართული უცხოური