მაიკ მატუსოუ ჰარვი ვინშტაინის სკანნდალს ეხმაურება
ბოლო კვირას, ინტერნეტი ჰარვი ვინშტაინის სკანდალმა მოიცვა, რომლის მიხედვითაც, ჰოლივუდელ პროდიუსერს სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს. მის წინააღმდეგ ჰოლივუდის უამრავმა ვარსკვლავმა გამოთქვა პრეტენზია. ქალ მსახიობებს მამაკაცებმაც დაუჭირეს მხარი და პროდიუსერის მხრიდან ძალადობა კატეგორიულად დაგმეს.
ვინშტაინის სკანდალს ამერიკელი პროფესიონალი მოთამაშე, მაიკ მატუსოუც გამოეხმაურა. Full Tilt Poker-ის ყოფილი სახე ამბობს, რომ ვინშტაინის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გაბუქებული ჭორებია და მეტი არაფერი. მისი აზრით, პროდიუსერის წინააღმდეგ კამპანია ფარისევლებმა წამოიწყეს, რადგან ყველამ იცის, რომ ჰოლივუდში თავის დამკვიდრებას, ან ძვირადღირებულ ფილმში მონაწილეობას თუ აპირებ, რეჟისორები და ფილმის მენეჯერები გარკვეული 'მომსახურების' გაწევასაც მოგთხოვენ. მატუსოუს აზრით, მსგავსი 'გასამრჯელოს გადახდა' ჰოლივუდში სრულიად მიღებული პრაქტიკაა.
მატუსოუს 'ტვიტერზე' გამოქვეყნებულ პოსტს PokerStars-ის ერთ-ერთი სახის, ვანესა სელბსტის გამოხმაურება მოჰყვა, რომელშიც მან მატუსოუს საზიზღარი და საღი აზროვნებიდან გადაცდენილი ადამიანი უწოდა.





