დენ ბილზერიანი ამტკიცებს, რომ ქონება პოკერის თამაშით დააგროვა

სულ ცოტა ხნის წინ 'ემის' ლაურეატმა ჟურნალისტმა, გრეჰემ ბენსიგერმა, თავისი საავტორო სერიების - In Depth With Graham Bensinger-ის ფარგლებში, 'ინსტაგრამის მეფედ' აღიარებულ დენ ბილზერიანთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც სომხური წარმოშობის ფლეიბოიმ მის ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

პოკერის სამყაროში გავრცელებულინ ინფორმაციით, დენ ბილზერიანის ქონებას არაფერი აქვს საერთო მის აზარტულ კარიერასთან. დაგ პოლკის აზრით, ბილზერიანის მიერ მის სათამაშო შემოსავლებთან დაკავშირებული ცნობები, მსუბუქად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია და მეტი არაფერი. პოლკის მტკიცებით, 'ინსტაგრამის' ყველაზე პოპულარული გვერდის ავტორმა ქონება მემკვიდრეობით, ბიზნესმენ პოლ ბილზერიანისგან მიიღო და არა სხვა მოთამაშეების ჯიბეებიდან. მან ბევრჯერ დასდო ბილზერიანს ბრალი ტყუილსა და უსაფუძვლო ტრაბახში. ბილზერიანს არც პოლკამდე აკლდა კრიტიკოსები: ონლაინ გრაინდერების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ მათ არასდროს უნახავთ დენ ბილზერიანი ძვირადღირებულ ონლაინ სესიებზე.

გრეჰემ ბენსინგერის უკანასკნელი ინტერვიუს მთავარი გმირი სწორედ ასეთ ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ მამამისისგან მიღებული მთელი ქონება საკუთარ ძმას გადასცა, რადგან მას ფული მემკვიდრეობის გარეშეც არ აკლდა. ინტერვიუში, ბილზერიანმა მის საკმაოდ უცნაურ გატაცებაზე ისაუბრა: როგორც ირკვევა, მულტიმილიონერ ფლეიბოის ოცნება აუხდა და სკოლის მასწავლებლის ლიცენზია მიიღო. ამიერიდან, დენ ბილზერიანი სრულიად ახალ - მასწავლებლის ამპლუაში მოგვევლინება. 

რუმები

ქართული უცხოური