$50.000 დოლარიან Poker Masters-ზე ბრინ კენიმ ერიკ საიდელი დაამარცხა

მიმდინარე Poker Masters-ის სერიების $50.000 დოლარიან ივენთზე 48 მოთამაშე დარეგისტრირდა. ფინალურ მაგიდას კი მხოლოდ 7 მათგანმა მიაღწია. 

ფინალური მაგიდა ერიკ საიდელმა შორტ სტეკის სტატუსით, ბრინ კენიმ კი მე-4 პოზიციით დაიწყო. საბოლოოდ, სწორედ ამ წყვილმა ითამაშა ერთმანეთის წინააღმდეგ გადამწყვეტი ჰედს-აპი, რომელიც სანახაობრივად საკმაოდ საინტერესო და დრამატული აღმოჩნდა. 

ჰედს-აპის მსვლელობის დროს, ხშირი იყო სტეკების გაორმაგებები. უმეტესად, გაორმაგებას ერიკ საიდელი ახერხებდა. ბრინ კენიმ კი, მცირე ზომის ბანკების მოგებით იმდენი შეძლო, რომ ტურნირის გამარჯვებული და პირველი ადგილისთვის დაწესებული $960.000 დოლარის მფლობელი გახდა. 

Poker Masters-ის სერიების მე-2 ივენთზე, კენიმ, მე-7 ადგილისთვის $125.000 დოლარის მოგება მოახერხა, რამაც მისი საერთო მოგება, მიმდინარე სერიებზე, $1.085.000 დოლარამდე გაზარდა. ის მხოლოდ ერთი ადგილით ჩამორჩება შტეფენ სონტაიმერს, რომლის მოგებამაც $1.104.000 დოლარი შეადგინა. Poker Masters-ის ტრადიციის მიხედვით, ე.წ. Purple Jacket სწორედ იმ მოთამაშეს გადაეცემა, ვინც სერიების მსვლელობის დროს, ყველაზე დიდი თანხის აკუმულირებას შეძლებს. 

რუმები

ქართული უცხოური