სტივენ ჩედვიკმა PokerStars Barcelona High Roller და €690.400 ევრო მოიგო

სამშაბათს, ბარსელონაში მიმდინარე PokerStars Championship-ის ფარგლებში, კიდევ ერთი ჰაი როლერ ივენთი გაიმართა. ამჯერად, ტურნირის ღირებულება €25.000 ევროს შეადგენდა. ღონისძიების გამარჯვებული ბრიტანელი პროფესიონალი მოთამაშე, სტივენ ჩედვიკი გახდა, რომელმაც პირველი ადგილისთვის €690.400 ევრო მიიღო.

გამარჯვებულის გამოვლენას სულ რაღაც 14 საათი დასჭირდა. ტურნირის სწრაფი სტრუქტურა არნახული პოპულარობით სარგებლობს ჰაი როლერ მოთამაშეებში. გასულ წელთან შედარებით, ტურნირის მონაწილეთა რაოდენობა 112 მოთამაშემდე შემცირდა. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ბრიტანელი, რუსი, ესპანელი, ჩინელი და ამერიკელი მოთამაშეები. 

ფინალურ მაგიდაზე, ჩედვიკის გარდა, სხვა ცნობილი სახეებიც მოხვდნენ, რომელთა შორის აღსანიშნავია ბრინ კენი, ადრიან მატეოსი და PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდის ყოფილი წევრი, აიზიკ ჰექსტონი, რომელიც თავის ყოფილ სპონსორს სულ უფრო და უფრო ხშირად და მკაცრად აკრიტიკებს. მიუხედავად იმისა, რომ ჰექსტონი PokerStars-ით და მის მიერ გატარებული პოლიტიკით აშკარად უკმაყოფილოა, ყოფილი სპონსორის მიერ გამართულ ტურნირზე, მე-4 ადგილისთვის, მან €251.000 ევრო მოიგო. 

€690.400 ევროიანი ანაზღაურებით, სტივენ ჩედვიკის საერთო კარიერული მოგება $9.000.000 დოლარამდე გაიზარდა. ფინალურ ჰედს-აპში ბრიტანელი მოთამაშე ამერიკელ პროფესიონალს, ამჟამად Global Poker Index-ის ლიდერს, ბრინ კენის დაუპირისპირდა. გადამწყვეტ დარიგებაში ბრინ კენიმ 33-ით ოლინი გააკეთა, რაც ჩედვიკმა 88-ით მიიღო. ბრიტანელის პრეფლოპ უპირატესობა მთელი ბორდის განმავლობაში შენარჩუნდა და მას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. 

 

რუმები

ქართული უცხოური