ლას ვეგასში ბიზნესმენმა 200 მილიონზე მეტი წააგო
მოთამაშეთა სიაში, რომლებმაც ლას ვეგასში ყველაზე მეტი წააგეს, ახალი "ლიდერი" გამოჩნდა-ამერიკელი ბიზნესმენი ტერენს ვათანებე, რომელმაც 200 მილიონზე მეტი წააგო 1 წლის განმავლობაში. ამას გარდა ცნობილი გახდა, რომ კაზინოებს $14,75 მილიონის ჩეკები გამოერთვა,
რომლებიც ჯერაც გადაუხდელია. მსგავსი საქციელი ნევადას შტატში სისხლის სამართლის დანაშაულია და 28 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლო განხილვამდე, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს. ვათანაბებ თავად შეიტანა სარჩელი კომპანია Harrah's-ის წინააღმდეგ, რომელიც იმ ორ კაზინოს ფლობს, რომელშიც ვათანაბეს მოუგეს.
ვათანაბეს ჩვენებების მიხედვით, კაზინოში მას როგორც ტუსაღს ისე ექცეოდნენ, ალკოჰოლის და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მეშვეობით, აიძულებდნენ თამაშის გაგრძელებას. ამასთან ის აცხადებს, რომ კაზინოსთან ვალის 30%-ით შემცირებაზე შეთანხმება დადო.
როგორც ვათანაბეს ადვოკატი პირ ოდონელი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ იმ 30%-ის დაბრუნებას ითხოვს, რომელზეც მათი განცხადებით შეთანხმება დადეს. 30% 60 მილიონ დოლარზე მეტია, ამიტომ ჩვენი აზრით სასამართლოზე ცხარე დებატები იქნება.
შემდეგ ოდონელმა განახცადა, რომ ვათანაბე დამნაშავე კი არა პატიოსანი ბიზნესმენია, რომელიც კაზინოს მენეჯერბმა "სამიზნედ" ამოირჩიეს მისი თამაშისადმი დიდი სიყვარულის გამო.
ნევადას შტატის უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ ტომპსონმა, რომელიც ცნობილი სპეციალისტია და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას სწავლობს. განაცხადა, რომ "არავის და არასდროს არ წაუგია ამდენი კაზინოში... არავინ არ თამაშობს ამხელა თანხაზე და არ აგებს ამდენს"





