ბრაის იოკი $10.000 PL Omaha Hi-Lo-ს გამარჯვებული გახდა

$10.000 დოლარიანი PL Omaha Hi-Lo 8 or Better-ის ტურნირზე დარეგისტრირების შემდეგ, ბრაის იოკიმ თავის გამარჯვება, ფაქტიურად, იწინასწარმეტყველა - თავის ახლობლებსა და პროფესიონალებს პირობა მისცა, რომ ტურნირის პირველ ადგილს დაიკავებდა. პარალელურად კი, თავისი ტურნირის პირველი ადგილის იმედად, მაქსიმალური რაოდენობის საიდ ბეთი და სანაძლეო დადო. უნდა ითქვას, რომ ომაჰა ჰაი-ლოუ ბრაის იოკის საუკეთესო თამაშია, რომელშიც მან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. უკანასკნელ წლებში კი, პოკერის ამ სახეობით ნაკლებად იყო დაკავებული. 

"მე ყველას ვაჯობე! - ყვება გამარჯვების შემდეგ ამერიკელი მოთამაშე, - $1.500 დოლარიანი ივენთის მოგებას საერთოდ არ ჰგავს. აქ უამრავი ძალიან რთული პროფესიონალი მოთამაშის დამარცხება გიწევს."

მიუხედავად უკანასკნელ წლებში სხვა თამაშებზე გადართვისა, ბრაის იოკიმ უკანასკნელი 4 ფინალური მაგიდა PL Omaha Hi-Lo 8 or Better-ის ივენთზე ითამაშა. წლევანდელ Millionaire Maker-ის ივენთზე კი, იოკიმ მე-5 ადგილი აიღო, $317.544 დოლარიანი ანაზღაურებით. უკანასკნელ პერიოდში, მისი ქეშ-გეიმების საქმეც საკმაოდ კარგად მიდის. "ამ ივენთის დაწყებისას ძალიან თავდაჯერებული ვიყავი. ვფიქრობ, რომ პოკერი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული განწყობაზე და მორალურ მზადყოფნაზე."

$10.000 დოლარიანი ტურნირის მოგებისთვის ბრაის იოკიმ $511.147 დოლარი მიიღო. ფინალურ მაგიდაზე, იოკის ერთ-ერთი მსხვერპლი პოკერის უკანასკნელი წლების ანტიგმირი - კრის ფერგიუსონი იყო, რომელმაც ივენთზე მე-4 ადგილი დაიკავა. 

რუმები

ქართული უცხოური