WSOP-ის პირველი ივენთის გამარჯვებული ბრაიან ჰოლისი გახდა; ნეგრანუ მე-7 სამაჯურს უახლოვდება

ამერიკელი ბრაიან ჰოლისი 2017 წლის WSOP-ის პირველი ივენთის, $565 დოლარიანი Casino Employees No-limit Hold'em-ის გამარჯვებული გახდა. ფინალურ ჰედს-აპში მან კრის სოლომონი დაამარცხა, რისთვისაც სულ რაღაც 25 დარიგება დასჭირდა. 

ჰოლისი წარმოშობით მერილენდის შტატიდანაა. ლას ვეგასში ის Casino Employees-ისა და Colossus-ის სათამაშოდ ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, 15 წლიდან ლიმიტირებულ ჰოლდემს თამაშობს, ხოლო მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირისთვის, ულიმიტო ჰოლდემზე გადართვა მოუწია. "უნდა ვაღიარო, რომ პირველი შესვენების შემდეგ ეს ტურნირი არასდროს გამიგრძელებია, - ამბობს ჰოლისი, - შარშანდელ ივენთზე სულ რაღაც 7 დარიგებაში გამოვვარდი."

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბრაიან ჰოლისი ლას ვეგასში დარჩენას და რამდენიმე ივენთზე ძალების მოსინჯვას გეგმავს; შემდეგ კი მშობლიურ მერილენდს დაუბრუნდება და მის ოცნებას აისრულებს - მოგებული ფულით სახლს იყიდის. ჰოლისმა პირველი ადგილისთვის $68.817 დოლარი მიიღო. 

რაც შეეხება პოკერის კანადელ ლეგენდას და მის გუნდს - ამ მომენტისთვის პოკერის გულშემატკივრების ყურადღება დენიელ ნეგრანუს გუნდისკენაა მიპყრობილი, რომელშიც დევიდ ბენიამინი, ერიკ ვასერსონი და მარკ გრეგორიჩი შედიან. ვასერსონის სატურნირო კარიერა $1.1 დოლარს, გრეგორიჩის - $1.67, ხოლო ბენიამინის - $7.26 მილიონ დოლარსა და ერთ ოქროს სამაჯურს ითვლიან. დენიელ ნეგრანუს შანსი ეძლევა კიდევ ერთი, ამჯერად მე-7 ოქროს სამაჯური მოიგოს. ტურნირის საპრიზო ფონდმა $958.800 დოლარს მიაღწია, ხოლო პირველი ადგილისთვის $273.964 დოლარია დაწესებული. სხვა გუნდები, რომლებსაც ტურნირის მოგების შანსები აქვთ, ანტონი აილუნის, დევიდ ფონგს, მაიკ მაკკლეინს, ლივ ბურესა და იგორ კურგანოვს ეკუთვნით. 

რუმები

ქართული უცხოური