ჯეისონ მერსიერი და დენიელ ნეგრანუ WSOP-ის სამაჯურებზე სანაძლოებს დებენ
2017 წლის WSOP-მა სტარტი აიღო! პირველი ივენთების შემდეგ, რომლებიც თავად კაზინოს თანამშრომლებსა და ტურნირის ორგანიზაოტრებს ეთმობოდათ, პოკერის ელიტაში ძვირადღირებულ სანაძლეოებზე დაიწყო მითქმა-მოთქმა. სანაძლეო, რომელიც ზოგჯერ მნიშვნელოვნად აღემატება ტურნირის ანაზღაურებას, მოთამაშეებისთვის არამხოლოდ შემოსავლის წყაროს, არამედ მთავარ მოტივატორს წარმოადგენს. ცნობილია, რომ ფილ აივიმ გაცილებით მეტი გამოიმუშავა WSOP-ის სამაჯურებზე გაკეთებული ე.წ. 'საიდბეთებით', ვიდრე თავად WSOP-ზე მოგებული პირველი ადგილებით.
ამჯერად, ასპარეზზე PokerStars-ის სახეები - დენიელ ნეგრანუ და ჯეისონ მერსიერი გამოვიდნენ. როგორც 'ტვიტერზე' გაკეთებული პოსტიდან ირკვევა, ჯეისონ მერსიერი, 2-1 ანაზღაურების პირობით, ერთი სამაჯურის მოგებაზე ღებულობს შეთავაზებებს. დენიელ ნეგრანუმ კი ბევრად ამბიციური განცხადება გააკეთა და 2011 წლის WSOP-ის მეინ ივენთის მესამეადგილოსან ბენ ლემთან დადო სანაძლეო, რომელიც 3 სამაჯურის მოგებას ითვალისწინებს. 'ტვიტერზე' გაკეთებული პოსტით კანადელმა მოთამაშემ საკუთარი სანაძლეო დააანონსა და თქვა, რომ ბენ ლემთან დადებული ბეთი ერთი ერთზე ანაზღაურებას ითვალისწინებს, რაც გამონაკლისის სახით დაუშვა. დანარჩენებს კი, ვისაც ნეგრანუს წინააღმდეგ თამაში სურთ, მისი ფსონის გასამმაგება მოუწევთ.
პოკერის მოყვარულებს ემახსოვრებათ ჯეისონ მერსიერის მიერ შარშანდელი სანაძლეო, რომლის მიხედვითაც მას WSOP-ის 3 სამაჯური უნდა მოეგო. მერსიერს მართლაც საოცარი ზაფხული ჰქონდა: მან 11-ჯერ მოახერხა ფულში შესვლა, საიდანაც 2 ივენთი მოიგო, ხოლო ერთზე მე-2 ადგილი დაიკავა. ვანესა სელბსტთან დადებული სანაძლეო კი, რომლის მიხედვითაც მას 3 სამაჯური უნდა მოეგო, წარუმატებლად დასრულდა. სელბსტისგან მერსიერ $1.800.000 დოლარი უნდა მიეღო. უცნობია თუ ვისგან, რამდენი მოთამაშისგან, ან რა ანაზღაურება მიიღო პირველი 2 სამაჯურის მოგებისთვის ამერიკელმა მოთამაშემ.





