ფილიპ გრისემი €25K ჰაი როლერს იგებს - მთავარი პრიზი სტივ ო'დუაიერისაა

მონტე კარლოში მიმდინარე PokerStars Championship-ის ფარგლებში გამართული €25.000 ევროიანი ჰაი როლერის გამარჯვებული ფილიპ გრისემი გახდა, რომელმაც ოპონენტებზე მთავარი შეტევა ტურნირის ყველაზე საშიშ სტადიაზე - 'ბაბლის' დროს მიიტანა და მას შემდეგ საკუთარი სტეკი არავისთვის დაუთმია. 

მართალია ფილიპ გრისემი ტურნირის ოფიციალური გამარჯვებული გახდა, მაგრამ მთავარი ფულადი პრიზი ირლანდიელმა სტივ ო'დუაიერმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ო'დუაიერმა €9.000 ევროთი მეტის მოგება მოახერხა, მან რე-ბაის უფლება 4-ჯერ გამოიყენა, მაშინ როცა გრისემს სულ ერთი რე-ბაი დასჭირდა ფინალურ მაგიდამდე მისაღწევად. 

ტურნირზე 58 მოთამაშე დარეგისტრირდა და 27 რე-ბაი გაკეთდა, რამაც საერთო საპრიზო ფონდი €2.082.500 ევრომდე გაზარდა. რა თქმა უნდა, გრისემის გამარჯვებას სოლიდური ფულადი ანაზღაურება ახლდა თან, მაგრამ ფინალურ მაგიდაზე მყოფი მოთამაშეების დონეს თუ გავითვალისწინებთ, გერმანელმა აშკარად დაამტკიცა, რომ მას ტურნირის მოგება ეკუთვნოდა. ფინალურ ჰედს-აპზე ო'დუაიერმა და გრისემმა მოლაპარაკების შედეგედ პირველი და მეორე ადგილის საპრიზო თანხები გაიყვეს და სათამაშოდ €20.000 ევრო და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული დაიტოვეს. 

ფინალური მაგიდა და ანაზღაურებები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ადგილიმოთამაშექვეყანარე-ბაიანაზღაურება
1ფილიპ გრისემიგერმანია1€485.135
2სტივ ო'დუაიერიირლანდია4€494.665
3ჯონ ჯუანდაინდონეზია1€266.550
4ჯასტინ ბონომოაშშ1€205.100
5ოლივერ ვაისიგერმანია1€162.450
6მიკიტა ბადიაკოვსკიბელორუსია2€127.030
7დენიელ დვორესიკანადა1€100.000
8ჯეისონ მერსიერიაშშ2€78.100
9ნიკ პეტრანგელოაშშ2€59.350

 

რუმები

ქართული უცხოური