პულ ფუას ახალ ვიდეოში ფილ აივი, დენიელ ქეითსი და დენ ქოლმანი გამოჩდნენ

პოლ ფუამ პოკერის სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია - მან ჯერ, მსუბუქად რომ ითქვას, სამოყვარულო დონის ვიდეოების გამოქვეყნებით, შემდეგ კი მათი სრულიად მოულოდნელი წაშლით გაითქვა სახელი. სულ ცოტა ხნის წინ მალაიზიელმა ბიზნესმენმა პოკერის სატრეინინგო საიტი გახსნა, რომელზეც საკმაოდ შთამბეჭდავი ვიდეო ატვირთა. ვიდეოში პოკერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ სახეებს შეხვდებით. 

რთულია იმის განსაზღვრა, რამდენად დიდი ნიჭი აქვს ფუას პოკერში, მაგრამ როცა საქმე ფინანსებს, შესაძლებლობებსა და ნაცნობებს შეეხება, პოლ ფუას ვერავინ შეედრება - მის საიტზე ატვირთულ Tips From the Pros-ში დენ კოლმანი, ფილ აივი და დენიელ ქეითსი მონაწილეობენ. ჯერჯერობით უცნობია გაგრძელდება ფუას საიტის ფუნქციონირება, თუ Youtube-ზე არხის გახსნის მსგავსად, მის საიტსაც მოულოდნელი გაქრობის საფრთხე ემუქრება. 

ერთ-ერთი მნიშვნლეოვანი გარემოება, რომელსაც ხაზი უნდა გაესვას, ფილ აივის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებაა, რომლის მიხედვითაც მისი სატრეინინგო საიტი Ivey League ახალ ვიდეოების ატვირთვას აღარ გეგმავდა. ლეგენდარული მოთამაშის მიერ დაანონსებული მოვლენიდან სულ რამდენიმე დღეში ის ფუას ვიდეო-რგოლში გამოჩნდა და დამწყებ მოთამაშეებს, მართალია დილეტანტური და უკვე მრავალჯერ განხილული, მაგრამ მაინც გამოსადეგი რჩევები მისცა. 

გამოჩნდება თუ არა პოლ ფუას საიტზე მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და საქმიანი პარტნიორი, ტომ დუანი - უცნობია. ფუას მისამართით უამრავი ბრალდება ისმოდა, რომელთა მიხედვითაც მას ჩინურ კრიმინალურ ტრიადებთან კავშირში ადანაშაულებდნენ. ზოგი იმასაც კი ამბობდა, რომ ტომ დუანი მისი ტყვე იყო. მალაიზიელი ბიზნესმენისა და დუანის ნახვა მართლაც ხშირადაა შესაძლებელი მაკაუს კაზინოებში, სადაც მედია-რადარიდან გამქრალი დუანი მდიდარ ბიზნესმენებს ასტრონომიულ თანხებზე ეთამაშება. მართალია, ფუას ვიდეო გაკვეთილები განვითარებულ მოთამაშეებს დიდს ვერაფერს მისცემს, უნდა ითქვას, რომ მის ასეთ მცდელობებს საკმაოდ დიდ წარმატებას უწყინასწარმეტყველებენ პოკერის აზიურ და ზოგადად აღმოსავლურ ბაზარზე. 

რუმები

ქართული უცხოური