მაიკ ლია WPT Fallsview Poker Classic-ს მესამედ იგებს

ტურნირების კანადელი ლეგენდა, მაიკ GoLeafsGoEh ლია $1.100 დოლარიან WPT Fallsview Poker Classic-ს 4 წლის განმავლობაში უკვე მესამედ იგებს. 

მიუხედავად იმისა, რომ Fallsview Classic მეინ ივენთად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, ტურნირის მოგება მაინც მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ის WPT-ის განრიგის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა. წლევანდელ ტურნირზე, მაიკ ლიამ 1.524 ენტრანტს აჯობა და $187.051 დოლარი მიიღო; გასულ წელს 1.304 ოპონენტს შორის პირველი ადგილის მოპოვებისთვის $151.938 დოლარი, ხოლო 2014 წელს 649-იან ფილდზე გამარჯვებისთვის $108.465 დოლარი მიიღო. როგორც ჩანს, ტურნირის გაფართოება და დარეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობის ზრდა მაიკ ლიასთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს - პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ გაზრდილი საპრიზო ფონდის გამო მას შესაძლოა მოტივაციაც კი ემატებოდეს. 

WPT Fallsview კანადური ტურნირია, რის გამოც ტურნირის ენტრანტების უმეტესობა, რა თქმა უნდა, კანადელია. მსგავსი გარემოებიდან გამომდინარე, გასაკვირი ისიც არ უნდა იყოს, რომ ფინალური წლევანდელი ფინალური მაგიდა სრულად კანადელებით იყო დაკომპლექტებული. მეორე ადგილზე, მაიკ ლიას თანამემამულე, მეტ გროჩოლსკი გავიდა, რომელიც $132.175 დოლარის მფლობელი გახდა. ეს მისი პირველი ექვსციფრიანი მოგება იყო. მანამდე, მისი უდიდესი ანაზღაურება $2.925 დოლარს შეადგენდა. 

მაიკ ლია პირველი მოთამაშე არაა, ვინც დიდი ტურნირის მოგება 4 წლის განმავლობაში 3-ჯერ მოახერხა. იგივე შედეგით ფილ აივისაც შეუძლია იტრაბახოს, რომელმაც Aussie Millions-ის $250.000 დოლარიანი ჰაიროლერ ივენთი 2012, 2014 და 2015 წლებში მოიგო. სამი ტურნირიდან მისმა საერთო ანაზღაურებამ $7.3 მილიონი დოლარი შეადგინა. 

რუმები

ქართული უცხოური