Triton High Roller-ის გამარჯვებული კორეი ალდემირი გახდა
მანილაში გამართული 2017 წლის HK$1.000.000-იანი Triton Super High Roller-ის გამარჯვებული გერმანელი კორეი ალდემირი გახდა, რომელმაც HK$10.032.869, ანუ დაახლოებით $1.3 მილიონი დოლარი მოიგო.
ფინალურმა ექვსეულმა ადგილობრივი დროით დღის პირველ საათზე დაიწყო თამაში. მაგიდაზე ორი დიდი მოთამაშე, ამერიკული პოკერის გიგანტები - დენიელ ქეითსი და ბრინ კენი მოხვდნენ, რომელთა გარდა მაგიდასთან შარშანდელი ივენთის გამარჯვებული და Triton Super High Roller-ის დამაარსებლის შვილი, ვაი კინ იონგიც იჯდა. ფინალური მაგიდის სხვა მოთამაშეებს შორის ესპანელი სერხიო აიდო და ჩინელი პროფესიონალი დევან ტანგი იყვნენ.
გადამწყვეტი დღის სტარტისთვის მაგიდის ჩიპლიდერი სერხიო აიდო იყო. მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ ალდემირი და იონგი. იონგის გამარჯვებას ბევრი წინასწარმეტყველებდა, რამდენადაც მომენტებში ის ჩიპლიდერის პოზიციასაც იკავებდა, მაგრამ კორეი ალდემირთან დიდი ბანკის წაგების შემდეგ, ყოფილი ჩემპიონი შორტსტეკი აღმოჩნდა, რის გამოც A
J
-ით ოლინის გაკეთება გადაწყვიტა, რასაც K
K
-ით შეიარაღებული ბრინ კენისგან მომენტალური ქოლი მოჰყვა. ბორდზე დადებული A
K
8
3
8
-ის მიუხედავად, რამაც იონგს ტოპ წყვილი და საფლეშე მისცა, კენიმ თავისი სეტის დაცვა ბოლომდე შეძლო და ყოფილი ჩემპიონი თამაშს გამოთიშა. მას მალევე უკან მიჰყვნენ დევან ტანგი, დენ ქეითსი და თავად ბრინ კენიც.
ფინალური ჰედს-აპი სერხიო აიდოს მნიშვნელოვანი ჩიპლიდით დაიწყო, მაგრამ პირველივე ორ დარიგებაში ალდემირმა მნიშვნელოვანი ბანკების მოგება მოახერხა და ჩიპლიდი მოიპოვა. ამის შემდეგ, გერმანელმა უპირატესობა ბოლომდე გამოიყენა და ესპანელს მოგების შანსი არ დაუტოვა. დარჩენილი 600.000 ჩიპი აიდომ K
T
-ის იმედად მაგიდის ცენტრში მოათავსა, რასაც გერმანელის A
2
-ით ქოლი მოჰყვა. ალდემირმა პრეფლოპ უპირატესობის შენარჩუნება ბოლომდე მოახერხა.
კორეი ალდემირისთვის მსგავსი დიდი მოგება პირველი არ არის: მან ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, $111.111 დოლარიან WSOP-ის One Drop-ში მესამე პოზიციისთვის $2.15 მილიონი დოლარი მოიგო.





