კრისტიან ჰარდერმა PokerStars Bahamas ჩემპიონატი მოიგო

ბაჰამის კუნძულებზე გამართული PokerStars-ის ჩემპიონატის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული ამერიკელი კრისტიან ჰარდერი გახდა, რომელმაც ჰედს-აპში მისი ყოფილი სპონსორი, კლიფ ჯოზეფი დაამარცხა. 

6 მოთამაშიანი ფინალური მაგიდა მაიკლ ჯენტილის ჩიპლიდით დაიწყო. სულ რაღაც 6 ხელი გახდა საჭირო იმისთვის, რომ მაგიდა 5 მოთამაშემდე შემცირებულიყო: რასმუს გლეზელმა კლიფ ჯოზეფის წინააღმდეგ AK-ით გაილაშქრა, რასაც ჯოზეფის TT-ით ქოლი მოჰყვა. ბორდზე ნორვეგიელი მოთამაშისთვის სასარგებლო კარტი არ გამოჩენილა, რამაც ჯოზეფის სტეკი მნიშვნელოვნად გაზარდა. 99 დარიგების შემდეგ, სტარტის ჩიპლიდერს, მაიკლ ჯენტილს საქმე ცუდად წაუვიდა - ის 22-ით ალეკსეი ოპალიხინის AA-თან დამარცხდა, რის შემდეგაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და იძულებული იყო კლი ჯოზეფის KT-ისთვის 97-ით ეპასუხა. ორივე მოთამაშემ ტოპ წყვილები მიიღეს, მაგრამ ჯოზეფი ბევრად წინ აღმოჩნდა და საბოლოოდ ჯენტილიმ ტურნირი დატოვა. 

მიუხედავად იმისა, რომ ოპალიხინმა საკმაოდ კარგი სტეკის მოგროვება შეძლო, მან ჩიპების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯოზეფისთან დაპირისპირებაში წააგო. შორტსტეკად დარჩენილი რუსი მოთამაშე იძულებული იყო T9-ის იმედად გაერისკა, მაგრამ მაიკლ ველას KK-ის წინააღმდეგ მას შანსი არ ჰქონდა. მიუხედავად ოპალიხინის გაგდებისა, მალე მაიკლ ველა აღმოჩნდა მაგიდის შორტ სტეკი, რამაც A6-ით ოლ ინი გააკეთებინა. მას ჯოზეფიმაც და ჰარდერმაც უპასუხეს და ჯოზეფის ფლეშის დასრულების შემდეგ მის მიერ ბორდიდან მიღებული 6-ების წყვილი ცუდად გამოიყურებოდა. 

ფინალური ჰედს-აპის დაწყებამდე, მოთამაშეები ჩიპების გაყოფაზე შეთანხმდნენ, რის მიხედვითაც კლიფ ჯოზეფის $403.448 დოლარი, ხოლო ჰარდერს - $419.664 დოლარი შეხვდა. სათამაშოდ დარჩენილი $10.000 დოლარი და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული კი ჰარდერმა დამსახურებულად მოიპოვა. 2008 წელს, PokerStars Caribbean Adventure-ზე კრისტიან ჰარდერმა მე-7 ადგილი დაიკავა, რისთვისაც $200.000 დოლარი ხვდა წილად. მაშინ მისი სპონსორი სწორედ კლიფ ჯოზეფი იყო. ჯოზეფიმ გასული წლის WSOP-ის მეინ ივენთზე მე-3 ადგილი და $3.450.000 დოლარი მოიპოვა.

რუმები

ქართული უცხოური