სტეისი მატუსონი უილიამ კასუფს დუელში იწვევს

11 იანვარს 'ინსტაგრამის' გვერდზე სტეისი მატუსონმა მიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან მოთამაშეს, უილიამ კასუფს ეძღვნება. როგორც ჩანს, ამერიკელი მოთამაშის გაღიზიანება უილიამ კასუფის აღზევებამ და საკუთარი თავის "სიტყვებით მოთამაშედ" გამოცხადებამ გააღიზიანა. 

ყველაფერი 2016 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე დაიწყო, როდესაც 5328T ბორდზე, გაფუჭებული 'ორმაგი გატერის' შემდეგ, უილიამ კასუფმა 96-ით ბლეფის გაკეთება გადაწყვიტა და QQ-ით შეიარაღებული სტეისი მატუსონი დიდი არჩევანის წინაშე დააყენა. ბლეფი არავის გაჰკვირვებია, საქმე უილიამ კასუფის გამაღიზიანებელ საუბარში იყო, რის გამოც მას უამრავი გულშემატკივარი და მტერი გაუჩნდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მატუსონი იძულებული გახდა 'ქალები' გადაეყარა, რასაც კასუფის ბლეფის გახსნა მოჰყვა. მართალია დარიგების შემდეგ უილიამ კასუფმა WSOP-ის ტურნირების მენეჯერისგან, ჯეკ ეფელისგან ჯარიმა მიიღო, მაგრამ თამაშმა და საუბრის მანერამ მოთამაშეს მსოფლიო აღიარება მოუტანა. 

'ინსტაგრამზე' გამოქვეყნებულ მიმართვაში მატუსონი ყოფილ მეტოქეს ჰედს-აპ დაპირისპირებაში იწვევს და ამბობს, რომ 1-6 თებერვალს, King's Casino-ში, როზვადოვში დაგეგმილ 888live-ზე დაელოდება. ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ QQ-ით გაკეთებული ქოლის შემთხვევაში უილ კასუფის სახელი არავის ეცოდინებოდა, რაც შეიძლება სიმართლესთან ახლოს იყოს. 

რუმები

ქართული უცხოური