WPT Five Diamond-ის გამარჯვებული ჯეიმს რომერო გახდა

WPT-ის კალენდარს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ WPT Five Diamond World Poker Classic ერთ-ერთი საუკეთესო მეინ ივენთი და WPT-ის სერიების ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირია, სოლიდური საპრიზო ფონდითა და საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებული. უცნობი გემბლერებისთვის ასეთი ტურნირის მოგება - დიდ პოკერში ფეხის შედგმას, ხოლო ვეტერანებისთვის - ძველი დიდების დაბრუნებას ნიშნავს. 

სწორედ ასეთი უცნობი მოთამაშე გახდა დეკემბრის თვის ყველაზე ხმაურიანი და პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული - ჯეიმს რომერო WPT-ის ტიტულისა და $1.938.118 დოლარის მფლობელი გახდა. ფინალური მაგიდის სტარტისთვის რომერო უკვე ჩიპლიდერი იყო. მისი სტეკის ოდენობა ორჯერ აღემატებოდა მე-2 ადგილზე მყოფი რაიან ტოსოკის სტეკს. ფინალური მაგიდის მსვლელობის დროს რომეროს ერთი წამითაც არ დაუკარგავს ეს სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწინააღმდეგეები ჰაი როლერ ტურნირების რეგულარი - ჯეიკ შინდლერი და WSOP-ის ორი ოქროს სამაჯურის მფლობელი ჯასტინ ბონომო იყვნენ. ამ უკანასკნელს ლაივ ტურნირებში $20 მილიონ დოლარზე მეტი აქვს დაგროვილი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც ფინალურ ექვსეულში აღმოჩნდა, უკრაინელი იგორ იაროშევსკი იყო, რომლისთვისაც WPT-ის ფინალურ მაგიდებზე თამაში უცხო ხილი ნამდვილად არ არის. 

მსგავსი სირთულეების მიუხედავად, ფინალური ექვსეულიდან, რომერომ 4 მოთამაშის გაგდება შეძლო. ერთადერთი, ვინც მას გადაურჩა, ჯასტინ ბონომო იყო - ის შინდლერის კარტს ემსხვერპლა და თამაში მე-5 პოზიციაზე დაასრულა, $345.272 დოლარიანი ანაზღაურებით. რომერომ ფინალური ჰედს-აპი რაიან ტოსოკის წინააღმდეგ ითამაშა, რომლის სტეკსაც მისი ჩიპების რაოდენობა 11-ჯერ აღემატებოდა. ორთაბრძოლა 16 დარიგება გაგრძელდა - ტოსოკი იძულებული იყო 55-ის წყვილით ოლინი გაეკთებინა, მაგრამ მის წყვილს მომავალმა ჩემპიონმა KK დაახვედრა. მეორე ადგილზე გასვლის მიუხედავად, ტოსოკის საპრიზო ანაზღაურებამ მილიონ დოლარს გადააჭარბა. ტურნირის ფინალური ადგილები ასე გადანაწილდა:

ადგილიმოთამაშეანაზღაურება
1ჯეიმს რომერო$1.938.118
2რაიან ტოსოკი$1.124.051
3ჯეიკ შინდლერი$736.579
4ალექს კონდონი$494.889
5ჯასტინ ბონომო$345.272
6იგორ იაროშევსკი$268.545

 

რუმები

ქართული უცხოური