დენ ბილზერიანის $5 მილიონიანი სანაძლეო; ჯეისონ მერსიერი One Drop-ს აკრიტიკებს

'ინსტაგრამის მეფედ' აღიარებული დენ ბილზერიანი ახალი სანაძლეოსთვის ემზადება: სომხური წარმოშობის მულტიმილიონერი ფლეიბოი, რომელიც 'ინსტაგრამზე' თავის ბოჰემურ ცხოვრებას დაუფარავად აქვეყნებს, ბილ პერკინსთან $5 მილიონ დოლარიან სანაძლეოს დადებას გეგმავს, რომელიც ატლანტის ოკეანის ნავით გადაცურვას მოიცავს. 

ბილზერიანსა და პერკინსს შორის, დაგეგმილი პროფბეთი, პირველი ნამდვილად არ იქნება - წლის დასაწყისში წყვილმა უკვე მოახერხა გემბლერების ყურადღების მიპყრობა, როცა ბილზერიანმა ლას ვეგასიდან ლოს ანჯელესამდე მანძილის ველოსიპედით გავლისთვის $1.2 მილიონი მოიგო. 

როგორც ბილზერიანი CardPlayer-თან საუბრისას განმარტავს, მიმდინარე წლის განმავლობაში, პოკერის მაგიდასთან, მან რამდენიმე მილიონი წააგო. მსგავსი სანაძლეოს მოგება კი მის ყველა ზარალს აანაზრაურებდა. ჯერჯერობით არ არის დადგენილი ზუსტი მარშრუტი, ზუსტი თარიღი და სანაძლეოს სხვა დეტალები, მაგრამ როგორც 'ინსტაგრამის მეფე' განმარტავს, მანძილი მინიმუმ 3.000 მილი იქნება. თავად ბილ პერკინსის ინფორმაციით, ინგლისიდან ნიუ იორკამდე ნავით ჩასვლა, ბილზერიანის ველოსიპედით გამარჯვების შემდგომი სანაძლეო უნდა ყოფილიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით საზღვაო პროფბეთი გადაიდო. დენ ბილზერიანს კი, სატრენაჟორო დარბაზებში, რამდენიმეთვიანი მძიმე შრომა და მომზადება ელის წინ. 

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ტურნირი - €1.000.000 ევროიანი One Drop Extravaganza რამდენიმე დღის წინ დასრულდა. თავდაპირველი ინფორმაციით, ტურნირზე დასწრება პროფესიონალი მოთამაშეებისთვის აიკრძალა. მაგრამ ორგანიზატორებმა დასწრების კრიტერიუმები კიდევ უფრო გაამკაცრეს და ტურნირზე თამაშის პრეროგატივა მხოლოდ მიწვეულ სტუმრებს მიანიჭეს - მათ შორის რამდენიმე პროფესიონალი მოთამაშეც აღმოჩნდა. მოვლენების ასეთმა განვითარებამ, და ბევრისთვის არაადექვატურმა სიმკაცრემ, უამრავი მითქმა-მოთქმა გმაოიწვია. სათამაშო ინდუსტრიის უამრავი წარმომადგენელი ამბობდა, რომ თუ ტურნირზე თამაშის უფლება პროფესიონალ მოთამაშეებსაც მიეცემოდათ, ტურნირის პრაიზპულთან ერთად, საქველმოქმედო ფონდშიც გაცილებით დიდი ფული შევიდოდა. 

PokerStars-ის სახემ და 2016 წლის WSOP-ის ყველაზე ხმაურიანმა ვარსკვლავმა, ჯეისონ მერსიერმა, გი ლალიბერტეს წამოწყება მკაცრად გააკრიტიკა და One Drop Extravaganza-ს დიდი კრახი უწოდა. მისი აზრით, პოკერის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტურნირიდან მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების გამოთიშვა თავიდანვე წარუმატებლობის გარანტი იყო. ჯერჯერობით უცნობია, მომავალ წელსაც ჩატარდება თუ არა €1.000.000 ევროიანი One Drop ივენთი და შეეძლებათ თუ არა პროფესიონალ მოთამაშეებს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. 

რუმები

ქართული უცხოური