ფილ ჰელმუტი ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებზე სტატიას აქვეყნებს
ლეგენდარული მოთამაშე, 1989 წლის მსოფლიო ჩემპიონი და WSOP-ის 14 სამაჯურის მფლობელი, ფილ ჰელმუტი, რომლის სატურნირო კარიერის მოგება $21 მილიონ დოალრს აღწევს, ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის დაგეგმილ სატელევიზიო დებატებს ეხმაურება და პრეზიდენტობის კანდიდატებს რჩევებს აძლევს. ჰელმუტის სტატია, The Street-მა გამოაქვეყნა:
"პოლიტიკა პოკერს ჰგავს: შენთვის დარიგებული კარტებით, ოპონენტების წინააღმდეგ თამაში გიწევს. საპრეზიდენტო არჩევნები კი პოკერის ტურნირის ზუსტი ანალოგია: მათ ოცამდე კანდიდატით დავიწყეთ და ახლა მხოლოდ ორნი დარჩნენ. პოკერში, ჩვენ, ამას 'ჰედს-აპს' ვეძახით. საკმაო რაოდენობის ტურნირები მაქვს მოგებული, მათ შორის WSOP-ის 14 სამაჯური, რომელიც ჰედს-აპ დაპირისპირების გარეშე წარმოუდგენელია. რა გზებით შეუძლიათ ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს ორშაბათისთვის დაგეგმილი ტელე-დებატების მოგება?
დონალდ ტრამპისგან მის ჩვეულ ტაქტიკას მოველი, რაც მოწინააღმდეგის მარტივი და ეფექტური გზებით შეურაცხყოფას გულისხმობს. პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ტრამპმა, ჯებ ბუშს 'უენერგიო', მარკო რუბიოს 'პატარა მარკო', ხოლო ტედ კრუზს 'მატყუარა ტედი' უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ნეიტრალური დამკვირვებელი ვიყავი, ტრამპის დამცინავი ნახატები მკაფიოდ ჩამებეჭდა გონებაში - როგორც კი ტედ კრუზი უკან იხევდა ან შეცდომას უშვებდა, გონებაში მაშინვე 'მატყუარა ტედი' წარმომიდგებოდა. ტრამპის ტაქტიკა მართლაც მუშაობს!
პოკერის მოთამაშის მსგავსად, ტრამპი შენს სისუსტეს პოულობს და შემდეგ მის გამოყენებას ცდილობს. მაგრამ მისი სტილი ყველანაირ სტანდარტულ სტრატეგიას გასცდა - მან საკუთარი სტრატეგია, თამაშის საკუთარი სტილი გამოიგონა და უცნაურია, მაგრამ ამ ყველაფერმა გაამართლა. უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში სათამაშო ტაქტიკები არასდროს ამართლებდა, მაგრამ ტრამპმა ამერიკის მოსახლეობაში ემოციებზე ზეგავლენა მოახერხა. სავარაუდოდ, ბევრი ჩვენგანია უკმაყოფილო დემოკრატიით, რომელიც არცისე კარგად მუშაობს (მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა, ჩვენს სისტემას მსოფლიოში საუკეთესოდ ვაღიარებთ). ასეთ სიტუაციაში კი, განსხვავებული აზრის მქონე ტრამპმა შესანიშნავად მოახერხა 'გამოსასწორებელი სისტემის' გამოყენება, მაშინ როდესაც ჰილარი კლინტონი თავად წარმოადგენს ამ სისტემის ნაწილს.
მე რომ ჰილარი კლინტონის ადგილას ვყოფილიყავი, განსაკუთრებულ ყურადღებას არსებულ პრობლემებს დავუთმობდი. მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. მან ისეთი სტრატეგია უნდა შეარჩიოს, რაც ტრამპის ბრალდებებისგან და 'ამორალური ჰილარის' იარლიყისგან დაიცავს. შეტევის თავიდან აცილების ნაცვლად, კლინტონმა, მანამდე უნდა გაანადგუროს ტრამპის ჭურვი, სანამ ის მიწაზე დაეშვება. ერთ-ერთი გამოსადეგი ტაქტიკა, ჰილარის მხრიდან, ტრამპის სათამაშო სტრატეგიების გამოყენებაში დადანაშაულება იქნებოდა. როდესაც საქმე ასეთ დებატებს ეხება, ჰილარი კლინტონის მხარეს 40 წლიანი აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება დგება. მაგრამ თუ საქმე თამაშისკენ შემობრუნდება, აქ უკვე უპირატესობა ტრამპს ენიჭება. თუ ჰილარი კლინტონი ტრამპის შემოტევებისგან თავდაცვას მოახერხებს, ის გამარჯვების მოპოვებასაც შეძლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დებატებს ტრამპი მოიგებს.





