ჯეისონ მერსიერმა წლის მოთამაშის ტიტული გაინაღდა

ერთი შეხედვით, ივნისის შუა რიცხვებში, ჯერ კიდევ WSOP-ის მიმდინარე ივენთების დასრულებამდე, ჯეისონ მერსიერისთვის ყველაფერი გარკვეული იყო - ამერიკელმა მოთამაშემ წარმოუდგენლად დიდ სატრამპლინო ნახტომი შეასრულა და 2 ოქროს სამაჯურის მოგებითა და ერთი ივენთის მეორე ადგილზე გასვლით, არაფრისმთქმელი პოზიციებიდან, პირველ ადგილზე გადასვლა მოახერხა.

მაგრამ Player Of the Year-ის (POY) მარათონში მაინც არსებობდა მცირედი შანსი იმისა, რომ წლის მოთამაშე პოლ ვოლპი გამხდარიყო. თუმცა, ვოლპის შანსები, WSOP-ის მეინ ივენთის 29-ე ადგილიდან გამოვარდნის შემდეგ, ნულს გაუტოლდა. იმ შემთხვევაში, თუ პოლ ვოლპი, რომელსაც უკვე ჰქონდა მოგებული მიმდინარე სერიების მე-15 ივენთის ოქროს სამაჯური, მეინ ივენთის მე-3 ან უკეთეს პოზიციას დაიკავებდა, მერსიერი წლის მოთამაშის ტიტულს გამოემშვიდობებოდა. მსგავსი ისტორია 2013 წელს მოხდა, როდესაც გრეგ მერსონმა მეინ ივენთის მოგება და ფილ ჰელმუტისთვის წლის მოთამაშის თითქმის გარანტირებული ტიტულის წართმევა შეძლო. 

მიმდინარე წლის პოკერის მსოფლიო სერიებზე, მერსიერმა 11 ივენთზე მოახერხა ფულში შესვლა, აქედან უკანასკნელი 69-ე ივენთი - Little One for One Drop იყო, რომლითაც POY-ის რამდენიმე ქულის მოპოვებისა და პოზიციების გამყარების საშუალება მისცა. პოლ ვოლპმა კი, იგივე პერიოდში, 9-ჯერ მოახერხა ფულში შესვლა. უკანასკნელი მათგანი, როგორც ვთქვით, მეინ ივენთის 29-ე ადგილი იყო, რომელმაც მოთამაშეს არამხოლოდ $216.000 დოლარი, არამედ POY-ის 357 ქულა მოუტანა. მიუხედავად ამისა, ის, მერსიერს 270 ქულით ჩამორჩებოდა. 

წლის მოთამაშის პირველი ათეული მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ WSOP-ის მეინ ივენთზე დარჩენილი 9 მოთამაშიდან რომელიმეს საკმარისი ქულები აღმოაჩნდება პოზიციების გასაუმჯობესებლად. მაგრამ რამდენადაც 'ნოემბრის ცხრიანში' დიდი სახელების ნახვა წელს ვერ მოხერხდა, POY-ის ათეულში ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა. პირველი ადგილები კი ასე გადანაწილდა:

პოზიციამოთამაშეPOY ქულებიWSOP-ის ფულში შესვლა
1ჯეისონ მერსიერი219511
2პოლ ვოლპი19239
3მაქს სილვერი168710
4ჯონ მონეტი15919
5ჯასტინ ბონომო15156
6მაიკლ გეთი15055
7მარტინ კოზლოვი15017
8დევიდ ვემპლიუ149611
9კრის ფერგიუსონი146810
10ბენი გლეიზერი14227

 

რუმები

ქართული უცხოური