მაიკ შარიათი WPT-ის წლის მოთამაშე ხდება

მას შემდეგ, რაც WPT Hard Rock Poker Championship-ზე 10 მოთამაშე დარჩა, ქეით ჰოლი საკმაოდ საინტერესო სიტუაციაში აღმოჩნდა: ერთის მხრივ, თუ ის პირველ ადგილზე გავიდოდა, პირველი მოთამაშე ქალბატონი გახდებოდა, რომელმაც WPT-ის მეინ ივენთის მოგება შეძლო; მეორეს მხრივ, თუ ის ტურნირის მესამე ადგილს მაინც დაიკავებდა, დაგროვილი ქულებით მაიკ შარიათის გაუსწრებდა და WPT-ის წლის მოთამაშე გახდებოდა. მაგრამ ქეით ჰოლის მე-9 პოზიციაზე გამოთიშვის შემდეგ, ყველაფერი ნათელი გახდა - მაიკ შარიათის World Poker Tour-ის წლის მოთამაშის ტიტული გარანტირებული ჰქონდა. 

შარიათის ასეთ წარმატებას საკმაოდ სოლიდური პრიზები მოჰყვა - პირველ რიგში, WPT-ის წლის მოთამაშის მთავარი სპონსორის, Hublot-ის სპეციალურად გამარჯვებულისთვის შექმნილი საათი; WPT-ის შემდეგი სეზონისთვის კი, შარიათის, ყველანაირი ტრანსპორტირება, სასტუმროსა და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯი სრულად აუნაზღაურდება. გარდა ამ პრიზებისა, შარიათიმ მიმდინარე WPT-ის ერთი ივენთი მოიგო, მეორეზე ჰედს-აპში დამარცხდა, ხოლო Seminole Hard Rock Poker Championship-ზე ფინალურ მაგიდაზე ითამაშა. ამ ყველაფერმა მაიკ შარიათის $1.36 მილიონიანი პროფიტი მოუტანა. 

შეგახსენებთ, რომ მაიკ შარიათიმ, 2015 წლის $3.700 დოლარიანი Legends Of Poker-ის ივენთი მოიგო, $675.942 დოლარით პირველი ადგილისთვის. ამ მოგებით, მან, ლეგენდარულ ფრედი დიბს, WPT-ის გამარჯვებულის მესამე ტიტულის მოპოვების საშუალება არ მისცა. 6 თვის შემდეგ, 2016 წლის მარტში, შარიათი, $10.000 დოლარიან L.A. Poker Classic-ის მეინ ივენთზე, რომელზეც 515 მონაწილე დარეგისტრირდა, ფინალურ მაგიდაზე აღმოჩნდა. საბოლოოდ, მან, ფინალურ ჰედს-აპამდე მიაღწია, სადაც გერმანელ დიტრიხ ფასტს დაუპირისპირდა და სტეკის სიმცირის გამო, მეორე ადგილსა და $656.540 დოლარს დასჯერდა. 

WPT-ის წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვებით, მაიკ შარიათი ისეთ მოთამაშეთა ნუსხაში მოხვდა, როგორებიც დენიელ ნეგრანუ, ბერტრან 'ელკი' გროსპელიე, ანტონი ზინო და ფარაზ ჯაკა არიან. 

რუმები

ქართული უცხოური