ფედერიკო ბუტერონის მწვრთნელი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ფილ ჰელმუტი იქნება

ნოემბერი, პოკერის ნებისმიერი მოყვარულისთვის, განსაკუთრებული თვეა - უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, WSOP-ის მეინ ივენთის ფინალური მაგიდა სწორედ ნოემბერში იღებს სტარტს. სწორედ ამიტომ ეძახიან მსოფლიო ჩემპიონატის 9 ფინალისტს 'ნოემბრის ცხრიანს'. წლევანდელი 'ცხრიანის' წევრები, კაზინო Rio-ს, 8 ნოემბერს დაუბრუნდებიან და მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენ მთავარ ბძოლაში ჩაებმებიან. ფინალური მაგიდის ყოველ მონაწილეს, გარანტირებული $1 მილიონ დოლარზე მეტი ელოდება. გამარჯვებულს კი, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან და WSOP-ის ოქროს სამაჯურთან ერთად, $7.680.021 დოლარი გადაეცემა. 

ბოლო 5 წლის განმავლობაში, ფედერიკო ბუტერონი პირველი იტალიელია, რომელიც ფილიპო კანდიოს შემდეგ, მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზე მოხვდა. ბუტერონის საკმაოდ მძიმე სამუშაო აქვს შესასრულებელი - ფინალურ მაგიდაზე, იტალიელს, 6.2 მილიონი ჩიპი, ანუ დაახლოებით 16 ბიგ ბლაინდი ელოდება, რაც ჩიპ ლიდერის - ჯოზეფ მაკკიენის 63 მილიონიანი სტეკის მეათედს შეადგენს. 

ასეთი რთული საქმისთვის, ფედერიკო ბუტერონიმ, არც მეტი არც ნაკლები, ფილ ჰელმუტის დახმარება ითხოვა, რომელიც იტალიელს ფინალური ბრძოლის ტაქტიკურ მომზადებაში დაეხმარება. ჰელმუტს, პოკერის მოყვარულთათვის, წარდგენა არ სჭირდება - პოკერის ცოცხალი ლეგენდა, რომელიც თავადაა 1989 წლის მსოფლიო ჩემპიონი, უკვე რამდენიმე ათწლეულია მსოფლიოს საუკეთესო ტურნირებში და ქეშ გეიმებში, საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშობს. არაფერს ვამბობთ WSOP-ზე მისი რეკორდული წარმატების შესახებ. 

ბუტერონი ნოემბრის პირველი რიცხვებისთვის აპირებს ნიუ იორკში გამგზავრებას, რათა 5 დღის განმავლობაში აქტიურად მიიღოს მწვრთნელის რჩევები და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოემზადოს. 

ვიდეოდან ჩანს, რომ WSOP-ის რეკორდსმენი აშკარად მოტივირებულია იტალიელი მოთამაშისთვის დახმარების გასაწევად. მიუხედავად მისი მცირე სტეკისა, ფინალურ მაგიდაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პოკერში სურპრიზები არავის უკვირს. იტალიელს მხოლოდ ერთი გაორმაგება სჭირდება, რათა ტიტულის მოსაპოვებლად სერიოზული შანსები გაუჩნდეს. 

რაც შეეხება ბუტერონის ისტორიას პოკერის მსოფლიო სერიებზე: WSOP-ის ლაივ ტურნირებზე, მას უკვე $100.000 დოლარამდე აქვს მოგებული - ძირითადად 2014 წლის ზაფხულში, როდესაც მან, სხვა ივენთებიდან მიღებული შემოსავლის გარდა,  $1.500 დოლარიანი ივენთის მე-20 ადგილზე გასვლა და $45.633 დოლარის მოგება შეძლო. წელს კი, ბუტერონიმ, Rio Daily Deepstack მოიგო, $31.756 დოლარით პირველი ადგილისთვის. 

რუმები

ქართული უცხოური