სილვან ლუსლი EPT Barcelona Super High Roller-ს იგებს
მიუხედავად იმისა, რომ პოკერის სამშობლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ითვლება, ევროპელი მოთამაშეები ყოველთვის ურთულეს ოპონენტებად მოიაზრებოდნენ პოკერის სამყაროში. ევროპაში მოწინავე პოზიციების დაკავება კი, მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო. ამჟამად, ევროპელ მოთამაშეებში, უფრო და უფრო ძლიერ რეპუტაციას იკრებს ფრანგი მოთამაშე სილვან ლუსლი, რომელმაც 2014 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე მეოთხე ადგილი და $2.792.533 დოლარი მოიპოვა, ხოლო წელს, €5.000 ევროიანი EPT Grand Final-ზე მეორე ადგილი აიღო.
ასეთი წარმატებული კარიერის მიუხედავად, ფრანგ მოთამაშეს, გუშინდელ დღემდე, არცერთი დიდი ტურნირი არ ჰქონდა მოგებული. ლუსლიმ, მთლიანობაში, 85 მონაწილიანი ტურნირი მოიგო, რომელზეც 14 რებაი გაკეთდა. პირველი მოთამაშე, რომელმაც ფინალური მაგიდა დატოვა, ბრიტანელი პოლ ნიუი იყო - მისი QQ ჯეისი ალვარადოს AK-ის წინააღმდეგ დამარცხდა. იგივე სცენარი განმეორდა, როცა პოლ ო'დუაიერი JJ-ით დაუპირისპირდა ივან ლუკას AK-ს - ლუკამ ფლოპზევე მიიღო თავისი K, რაც ო'დუაიერის მეშვიდე ადგილზე გამოსათიშად საკმარისი იყო.
ივან ლუკას გაუმჯობესებული სტეკი საკმარისი არ აღმოჩნდა თამაშის გასაგრძელებლად - ის ოლ ინ სუტიაციაში აღმოჩნდა პოლონელი დიმიტრი ურბანოვიჩის წინააღმდეგ და ტურნირი მეექვსე პოზიციაზე დაასრულა. პირველი ოლ ინის მოგების შემდეგ, ურბანოვიჩმა ავსტრალიელი მაიკლ ეგანი გამოთიშა თამაშს, მეხუთე ადგილზე.
მეოთხე ადგილი ჯეისი ალვარდოს ერგო, რომელმაც 9
4
-ით სცადა ბლაინდების მოპარვა და ოლ ინი გააკეთა. მის აგრესიას სილვან ლუსლიმ A6o-ით უპასუხა და გამარჯვებაც 'ეის ჰაის' ერგო. დარჩენილი ორი ოპონენტიდან, ლუსლიმ, პირველი კრისტოფ ვოგელსგანგი გამოთიშა თამაშს - შორტ სტეკი ვოგელსგანგი იძულებული იყო მისთვის არახელსაყრელ ფლოპზე Q8o-ით ოლ ინი გაეკეთებინა. მომავალმა ჩემპიონს A8o და ფლოპზე დადებული A ჰყავდა, რაც ქოლის გასაკეთებლად საკმარისი იყო. თერნზე და რივერზე ვოგელსგანგი ვერ გაძლიერდა და თამაში მესამე ადგილზე დაასრულა.
ფინალური ჰედს-აპი დიმიტრი ურბანოვიჩსა და სილვან ლუსლის შორის გაიმართა, სადაც ჩიპების რაოდენობით, მცირე უპირატესობას ფრანგი ფლობდა. მიუხედავად ჩიპების სიმცირისა, ურბანოვიჩმა ძალიან აგრესიული თამაში აჩვენა. ფინალურ დარიგებაში, პოლონელმა JTo-ით პრეფლოპ ოლინი გააკეთა, რომელიც ფრანგმა უმნიშვნელოდ უპირატესი 55-ით მიიღო. თერნზე დადებულმა 5
-მა დიმიტრი ურბანოვიჩს შანსი აღარ დაუტოვა და ფრანგმა მოთამაშემ, ტიტულთან ერთად, $1.409.130 დოლარი მოიგო.





