დაგ პოლკი ქეშ გეიმებსა და ტურნირებს შორის არსებული განსხვავებების შესახებ

როცა უმაღლეს ლიმიტებზე ქეშ გეიმს თამაშობ, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ, სვინგი ასტრონომიულ ზომებს აღწევს. ერთ სესიაზე, ერთ დარიგებაზეც კი, შეიძლება WSOP-ის რომელიმე დიდი ტურნირის პირველი ადგილისთვის დაწესებულ თანხაზე მეტიც წააგო ან მოიგო.

უმაღლესი ლიმიტების რეგულარებისთვის, ონლაინ გრაინდერებისთვის, საკმაოდ რთულია მოტივაციის მოძებნა, რომელიც მათ სამაჯურისთვის საბრძოლველად განაწყობს. ბევრი მათგანი, ერთ საათში, იმაზე გაცილებით მეტს გამოიუმშვებს, ვიდრე 50-60 კაციან ტურნირზე მოიგებდა რამდენიმე დღიანი თამაშის შემდეგ.

საბედნიეროდ ეს პრობლემა არ აწუხებს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშედ აღიარებულ დაგ პოლკს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ხელოვნურ ინტელექტთან ბრძოლაში, დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია. მისი აზრით, ზოგჯერ დიდი ტურნირები გაცილებით სახალისოა, ვიდრე ერთფეროვანი ქეშ გეიმები.

„იცით ყველაზე მეტად რა მომწონს? ტურნირზე გამოჩენა და თამაშის წინა პერიოდი, - თქვა პარასკევს მიცემულ ინტერვიუში პოლკმა, - ტურნირზე სულ სხვანაირი დამოკიდებულებაა მოთამაშეებს შორის, აქ გაცილებით მეტი გართობა და აზარტია, ვიდრე ქეშ გეიმებზე გრაინდინგის დროს. გარდა ფულისა, აქ შეიძლება WSOP-ის დიდების მოსაპოვებლად იბრძოლო. თუ გაიმარჯვებ, შენი სახელი სამუდამოდ ჩაიწერება პოკერის ისტორიაში. ვფიქრობ, ყველასთვის მნიშვნელოვანია საყოველთაო აღიარება, იმ ფაქტის არსებობა, რომ შენ კარგი მოთამაშე ხარ. ნამდვილად არავის უნდა, რომ მასზე თქვან ‘ის ნამდვილი საქერია, უბრალოდ უმართლებს’. ეს საკმაოდ შეურაცხმყოფელია. პირადად ჩემთვის, მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე დიდი ტურნირის მოგება მჭირდება საკუთარი კარგი თამაშის დასამტკიცებლად. ტურნირებზე, უბრალოდ, მხიარულებაა და კარგი ატმოსფერო. ჩემი მომავლისთვის ტურნირების მოგების საჭიროებას ვერ ვხედავ. მე სულაც არ მადარდებს რამდენიმე კოინ-ფლიპს მოვიგებ თუ არა. ჩემი სახელის შესაქმნელად, მირჩევნია მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს დავუპირისპირდე, ყველაზე მაღალ ლიმიტებზე. ტურნირები მხოლოდ სიამოვნებისთვის მჭირდება.“

დაგ პოლკის აზრით, პოკერის სამყარო დაიმახსოვრებს მის სახელს, მისი წარმატებების გამო. განსაკუთრებით ჰედს-აპ თამაშების გამო ‘ფულ ტილტზე’, მისი და ბენ სალსკის დაპირისპირებას 2013 წელს.

„ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტი, რა თქმა უნდა ბენ სალსკის წინააღმდეგ თამაში იყო. ძალიან ბევრი ვიშრომე, ძალიან მაღალი კლასის თამაში ვაჩვენე და საკმაოდ რთული გამარჯვება მოვიპოვე. რამდენიმემ მომილოცა, მაგრამ დიდად ეს ამბავი არავის შეუმჩნევია. $1000 დოლარიანი ტურბო ივენთი როცა მოვიგე, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო. საერთოდ უცნობი ადამიანები მწერდნენ მესიჯებს, მირეკავდნენ ისეთები, ვისაც წლების განმავლობაში ხმა არ გაუცია. ცოტა გაოგნებული ვიყავი. ეს იყო ტურნირი, სადაც საშუალო სტეკი 10 ბიგ ბლაინდი იყო, ფაქტიურად არანაირი თამაშის საშუალება არ მქონდა. მიმართლებდა და ოლ ინებს ვიგებდი. სალსკისთან თამაშისას კი მთელი ჩემი ენერგია და ცოდნა ჩავდე, გაცილებით დიდი თანხაც მოვიგე, მაგრამ ამაზე ყურადღება არავის გაუმახვილებია. მინდა, რომ მომავალში ჩემი დამსახურებებით შემაფასონ, რამდენად კარგად და წარმატებულად ვითამაშე ონლაინ, რამდენი მოვიგე და ა.შ. და არა იმით, თუ რომელ ტურნირზე ვიყავი იღბლიანი.“

ამის მიუხედავად, დაგ პოლკმა აღნიშნა, რომ საკმაოდ კმაყოფილია თავისი თამაშით WSOP-ის $10.000 6-მაქს ივენთზე. „ამ ტურნირზე უამრავი ძალიან ძლიერი მოთამაშე და ცნობილი პროფესიონალია. ძალიან ბევრი ჩემი მეტოქის წინააღმდეგ მომიწევს თამაში. საუკეთესოებთან დაპირისპირება კი ჩემზე ძალიან მოქმედებს. გარდა ამისა, აქ სულ სხვა ატმოსფეროა. ნებისმიერი დარიგება, მოთამაშეების მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვნად აღიქმება. ქეშ გეიმზე ეს ასე არ ხდება. ამ ტურნირს ვთამაშობ გასართობად, ვთამაშობ შემოსავლისთვის, მაგრამ არა სახელის შესაქმნელად და მომავლისთვის“ - ამბობს დაგ პოლკი. 

რუმები

ქართული უცხოური