ჯეისონ მერსიერი მესამე WSOP სამაჯურს იგებს
წლევანდელი ზაფხული, ჯეისონ მერსიერის კარიერაში, ერთ-ერთ ყველაზე ცუდი პერიოდი იყო, მიუხედავად მისი წარმოუდგენლად წარმატებული SCOOP-ის სერიებისა, სადაც მან სამი ტიტულის მოგება ზედიზედ შეძლო. "ეს ჩემთვის ყველაზე დამანგრეველი სამი კვირა იყო, - თქვა ჯეისონ მერსიერმა, 17 ივნისს მიცემულ ინტერვიუში, - შეიძლება ითქვას, საშინელი ზაფხული მაქვს. ძალიან ბევრი წავაგე. წავაგე ქეშ გეიმებზე, წავაგე ბრაიან ჰასტინგთან დადებული ბეთი, თითქმის ხელცარიელი გამოვდივარ ყველა ტურნირიდან. იმისთვის, რომ წაგებები გავათანაბრო, დიდი ტურნირის მოგება მჭირდება."
მართლაც, ოთხშაბათამდე ჯეისონ მერსიერი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. თუმცა არა $5.000 NL Hold'em 6-მაქსის მოგების შემდეგ, სადაც მან პირველ ადგილთან ერთად $633.357 დოლარი მიიღო. "ეს არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. ნებისმიერი ლაივ ტურნირის მოგება კარგია, მაგრამ ტიტულს კარგი ფულიც მოჰყვება..." - ამბობს მერსიერი.
32-ე 6-მაქს ივენთზე, რომელიც თავისი რთული ლაინაფით გამოირჩეოდა, 550 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული, ხოლო პრაიზპულმა $2.585.500 დოლარი შეადგინა. მესამე დღისთვის 550 მოთამაშიდან მხოლოდ 20 მათგანი რჩებოდა, მათ შორის ნოე ვილანკურტი, ჯენიფერ ტილი, ტუან ლი, ჯორით ვან ჰოფი და ჯო ბარბერო. "ფინალური მაგიდა ძალიან რთული იყო, - თქვა მერსიერმა, - მაგიდაზე ერთ ცუდ მოთამაშესაც ვერ ნახავდით. თან როცა მეექვსე ადგილისთვის $56.000 დოლარია, ხოლო პირველისთვის $633.000, ნამდვილად არ გინდა რამე არასწორად გააკეთო. ერთი ცუდი დარიგებაც კი საკმარისია, რომ გარეთ აღმოჩნდე. გამიმართლა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ბანკი მოვიგე."
ასეთი გამარჯვება, მართლაც ძალიან დროული იყო მერსიერისთვის. მან ძალიან დიდი თანხა წააგო ბრაიან ჰასტინგთან დადებულ სამაჯურის ბეთზე და ძალიან ბევრი ფული დახარჯა WSOP-ის ტურნირებზე, საიდანაც არანაირი მოგება არ ჰქონია. აღარ ვამბობთ არაფერს მის ქეშ გეიმებზე. "მე და ბრაიანმა რამდენიმე ტურნირზე დავდეთ, სადაც ერთად ვთამაშობდით. სიმართლე გითხრათ მე 3.3-1 სანაძლეო დავდე, რომ ის სამაჯურს ვერ მოიგებდა."
სამწუხაროდ, მერსიერს საკუთარ თამაშზე არანაირი საიდ ბეთი არ მიუღია და ტურნირის პირველი ადგილისთვის განკუთვნილი ფული ერთადერთი თანხაა, რაც მან მოიგო. ეს მისი პირველი დიდი გამარჯვებაა ჰოლდემში. აქამდე მას 2 სამაჯური ჰქონდა მოგებული 2009 და 2011 წლებში, პოტ ლიმიტ ომაჰას ივენთებზე.
სანამ ჯეისონ მერსიერი თავის წარმატებას მეგობრებთან ერთად აღნიშნავს, უნდა ითქვას, რომ ის შეუერთდა პოკერის იმ ვარსკვლავთა სიას, რომელთაც სამი სამაჯური აქვთ. ესენი არიან: ბარი გრინშტეინი, მაიკლ მიზრაკი და მისი ძმა, რობერტ მიზრაკი, ანტონიო ესფანდიარი, ვანესა სელბსტი, ჯორჯ დენზერი და ლეგენდარული დევიდ 'ჩიპ' რიზი.





