ცნობილი მოთამაშეები, რომლებიც წლევანდელ WSOP-ზე არ გამოჩენილან
მას შემდეგ, რაც სტარტი აიღო 34-ე ივენთმა, დაანონსებული 68 ტურნირიდან, 2015 წლის WSOP-ის ნახევარი გზა, შეიძლება გავლილად ჩავთვალოთ. სიახლეების, სენსაციებისა და დიდი ხმაურის მიუხედავად, წლევანდელი WSOP-ის ჩატარების ადგილი, Rio All-Suite Hotel & Casino, გარკვეული სიჩუმითაც გამოირჩეოდა.
პირველი სახელი, რომელიც ყველას გონებაში მოსდის, ფილ აივია, რომელიც წლევანდელ სერიებზე არ გამოჩენილა. ჩვენი ინფორმაციით, აივი მაკაოში იმყოფება, სადაც მთლიანად ქეშ გეიმზეა გადართული. მართალია, ის აპირებს $50.000 Poker Player's Championship-ის თამაშს, მაგრამ ამ ივენთამდე კვირაზე მეტი რჩება. ამჟამად, აივი ითვლება ერთადერთ მოთამაშედ, რომელსაც WSOP-ის სამაჯურების მიხედვით, რეალური შანსები აქვს ფილ ჰელმუტის წინააღმდეგ, რომელმაც წელს კიდევ ერთი, მე-14 სამაჯური მოიგო. პოკერის ტაიგერ ვუდსმა, შარშან, მისი მეათე სამაჯური მოიგო, $1.500 Eight-Games Mix-ში. თუმცა ბოლო სირიების გაცდენა, ბევრის მხრიდან, აღქმული იქნა, როგორც მისი არასერიოზული დამოკიდებულება პოკერის იმ მოვლენისადმი, რომელსაც მილიონობით ადამიანი წლიდან წლამდე ელოდება.
აივისთან ერთად, WSOP-ის ასევე აკლია 5 ოქროს სამაჯურის მფლობელი, ჯონ ჯუანდა. ჯუანდას ბოლო მნიშვენლოვანი მიღწევა WSOP-ზე იყო 2014 წლის მეინ ივენთზე 293-ე ადგილი და $33.734 დოლარი; ხოლო ბოლო მოგება - 2011 წელს $10.000 NL 2-7 Single Draw ივენთის პირველი ადგილი, რომლისთვისაც მან $367.170 დოლარი მიიღო.
წელს არ გვინახავს არც გას ჰენსენი, არც პატრიკ ანტონიუსი და არც ლეგენდარული დოილ ბრანსონი. თუმცა ბრანსონმა გულახდილად თქვა, რომ თანამედროვე დიდ ტურნირებზე, ახალგაზრდა თაობებთან გამკლავება მის ძალებს აღემატება. ამიტომაც 'პოკერის ბიბლიის' ავტორი Bellagio-სა და Aria-ში ქეშ გეიმებზეა აქტიურად გადართული.
თვალს აკლია ასევე ადამიანი, რომელსაც აბრალებენ პოკერის ბუმის გამოწვევას, 2003 წლის მეინ ივენთის გამარჯვებული კრის მანიმეიკერი. ცნობილია, რომ მანიმეიკერი ყოველწლიურად თამაშობს მეინ ივენთს, მაგრამ სხვა ივენთებზე ის ჯერ არ გვინახავს. მისი ბოლო ქეში WSOP-ზე იყო 2007 წელს, როცა მან 233-ე ადგილი აიღო $1.500 NL Hold'em ივენთზე. არ ჩანს მოთამაშე, რომელმაც 2003 წელს კრის მანიმეიკერს ფინალურ ჰედს-აპზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწია, რომლის თამაშის ყურებასაც ისურვებდა ნებისმიერი პოკერის მოყვარული, რომელსაც ერთხელ მაინც უნახავს სემი ფარას თამაში. ლიბანელი გემბლერი, ომაჰას ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება მსოფლიოში, ამიტომაც იმედი გვაქვს, რომ რომელიმე ომაჰას ივენთზე მაინც გვექნება მისი ხილვის საშუალება.
სხვა მსოფლიო ჩემპიონებს შორის, ვერ ვპოულობთ ლეგენდარულ ჯონი ჩენს. 1987-88 წლების მეინ ივენთების გამარჯვებული, ბოლო ცნობებით, აივისთან ერთად იმყოფებოდა მაკაოში. სწორედ ამიტომ ამ ორი მოთამაშის ერთად გამოჩენას ბევრი ვარაუდობს უახლოეს $50.000-იან ტურნირზე.
ონლაინ გრაინდერებიდან, წელს, ფილ გალფონდმა გამოიჩინა თავი, რომელმაც $10.000 NL 2-7 Draw Lowball Championship ივენთი მოიგო, თუმცა არ ჩანან მისი კოლეგები - ტომ დუანი და ვიქტორ Isildur1 ბლომი.





