ინტერვიუ ჟან-რობერ ბალანდთან

პოკერში ქარიზმატული მოთამაშეები და ცნობილი სახეები მრავლად არიან. ზოგი მათგანი ზედმეტი ხმაურით გამოირჩევა, ზოგი ფეთქებადობით, დიდი სვინგებით და აზარტულობით, ზოგი სულაც მხიარულებით. ჟან-რობერ ბალანდი კი თითქმის ყველა ამ მახასიათებელს აერთიანებს. 2015 წლის WSOP-ზე ის 29-ე ივენთიდან, $10.000 დოლარიანი 2-7 დროუდან გამოვარდა, სადაც ფილ გალფონდთან და დენიელ ნეგრანუსთან ერთად თამაშობდა. ინტერნეტ გამოცემას 'PokerNews' საშუალება ჰქონდა, წარუმატებელი ტურნირის შემდეგ, 'Survivor'-ის მონაწილესთან ინტერვიუ ჩაეწერა. 

ბოლო პერიოდში, Rio-ში ხშირად არ ჩანხართ. რაც WSOP დაიწყო, რამდენი ტურნირის თამაში მოასწარით?

ეს ჩემი მეხუთე ტურნირია. ორ ლეველზე მეტი ვერცერთ ტურნირზე ვერ გავძელი, სამწუხაროდ. ჰედს-აპ ივენთიდან ძალიან მალე გამოვვარდი. მსგავსი 'წარმატება' მქონდა ულიმიტო 2-7, 2-7 ტრიპლ დროუ და ომაჰა ჰაი-ლოუ ივენთებზე. 

თქვენი ხუთი ტურნირიდან ორი 2-7 იყო. ალბათ ყველაზე მეტად სწორედ ეს თამაში გიზიდავთ?

სიმართლე გითხრათ, პოკერის ყველა სახეობა მომწონს. ამ ზაფხულის განმავლობაში, უმეტესად ქეშ გეიმებს ვთამაშობ, რაც ტურნირებზე გადართვისას გარკვეულ შეფერხებებს მიქმნის. ამიტომაც ტურნირებს დიდ ყურადღებას ვერ ვუთმობ. დღეს როგორც იქნა, გვიანი რეგისტრაციის გავლა მოვახერხე, მაგრამ თამაშმა არ გაამართლა. იმედია, ხვალ მაინც მოვახერხებ კარგი სტეკის მოგროვებას. 

გამოდის, რომ ამ ზაფხულს, ტურნირებთან შედარებით, გაცილებით მეტი ქეშ გეიმის თამაშს აპირებთ?

ნამდვილად ასეა! ამ მომენტისთვის, ქეშ გეიმი ჩემთვის გაცილებით პრიორიტეტულია. თუმცა რამდენიმე ივენთი კიდევ დარჩა, რისი თამაშიც ძალიან მინდა. 2-7 დროუს ძალიან ველოდებოდი... მაგრამ მომავლის იმედი მაქვს. ვაპირებ $50.000 ტურნირისა და მეინ ივენთის თამაშს. ეს რაც დანამდვილებით ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს ჩემი გრაფიკი კიდევ მომცემს რამდენიმე ივენთის თამაშის საშუალებას. 

One Drop-ს ხომ არ აპირებთ? 

მეეჭვება One Drop ვითამაშო. თუმცა, სავარაუდოდ, $500.000 ჰაიროლერის თამაშს ვაპირებ Aria-ში. ამ ივენთში ძალიან ბევრი ბიზნესმენი აპირებს მონაწილეობის მიღებას, ასეთ შანსს ვერ გავუშვებ ხელიდან. სავარაუდოდ, ტურნირს 50-60 ენტრანტი ეყოლება, ბაი ინი კი $500.000 დოლარია. ასეთი მოვლენის უყურადღებოდ დატოვება ნამდვილად არ შეიძლება. 

ე.ი. ყველაზე მეტად ამ ივენთს ელოდებით?

პირველ რიგში, რასაც ველოდები და რასაც ვცდილობ არის ის, რომ ქეშ გეიმებით სათამაშო ბანკროლი შევიქმნა. შარშან საშინელი ზაფხული მქონდა, აბსოლუტურად გავნადგურდი. ზაფხული და WSOP, როგორც წესი ფულის კეთების დროა, მაგრამ ჩემთვის შარშანდელი ზაფხული ჯოჯოხეთი იყო. წლევანდელ სტარტს კი არაუშავს. სამწუხაროდ ჯერ სამაჯური მომიგია და ყველაფერი წინ მაქვს, მაგრამ როცა წელიწადში 7-8 ივენთს თამაშობ, ამხელა შედეგის მიღწევა საკმაოდ რთულია. 

თქვენ 'ტვიტერზე' ძალიან ბევრი ფოლოუერი გყავთ. კიდევ რამეს ხომ არ ეტყოდით თქვენ თაყვანისმცემლებს? 

ყველაზე დიდი სიახლე რაც ბოლო პერიოდში მოხდა, არის ჩემი სახლი. მე პირველად ვარ სახლის მფლობელი. ჩინეთში ცარიელი, შავი ნაგებობა ვიყიდე, სადაც მხოლოდ კედლები იყო ამოყვანილი. ახლა კი ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. მშენებლობის ყოველდღიური პროგრესი და სიახლე, წარმოუდგენელ სიხარულს იწვევს. 44 წლის ასაკში მე პირველად მაქვს სახლი. 

რუმები

ქართული უცხოური