ნეგრანუ, ფრანკენბერგერი და სხვა პროები, 2015 წლის WSOP-ის ბანქოთი უკმაყოფილოები არიან

როცა WSOP-ის რომელიმე მონაწილე ამბობს "მე არ მომწონს ჩემი კარტები", მაშინვე გეფიქრებათ კიდევ ერთ ლუზერზე, რომელიც თავის წარუმატებლობაზე წუწუნებს. მაგრამ როცა რამდენიმე ტოპ პროფესიონალი, სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით, პრეტენზიას გამოთქვამს ტურნირზე გამოყენებული კარტების მიმართ, ისტორია სულ სხვა მიმართულებას იღებს. 

წლევანდელი სერიებისთვის, WSOP-ის ადმინისტრაციამ, კარტების ახალ მწარმოებელთან გააფორმა ხელშეკრულება - ესაა იტალიური კომპანია Modiano, რომელიც 100%-იან პლასტიკურ სათამაშო ბანქოს ამზადებს, საკუთარი, უნიკალური ტექნოლოგიით. კომპანია აცხადებს, რომ ისეთი ფირმების მთავარი კონკურენტია, როგორებიც Copag და Kem არიან. თუმცა ტურნირების დაწყებიდან უკვე ორი კვირაა გასული და ბევრი პროფესიონალი სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს კომპანიის ასეთ ამბიციას. 

"ბანქოს რამდენიმე პრობლემა აქვს, - ამბობს ნეგრანუ, - კარტი ძალიან თხელია, რის გამოც მასზე რაიმე ნიშნის გაკეთება ძალიან ადვილია. რამდენიმე დღის წინ 2-7-ის თამაშის დროს, თითქმის ყოველ მეორე დარიგებაზე, მოთამაშეები დანიშნულ კარტს პოულობდნენ. ბოლოს ამ ფაქტს ყველა მიეჩვია და საერთოდ აღარ აქცევდნენ ყურადღებას და დანიშნული კარტებით თამაშობდნენ. უფრო დიდი პრობლემა მათი დიაზინია - 'ჯვარი' და 'ყვავი' ძალიან გავს ერთმანეთს და მათი გარჩევა, ცუდი მხედველობის მქონე მოთამაშისთვის, საკმაო სირთულეს წარმოადგენს. 'ყვავს' როგორც წესი უხეში და დაწვრილებული ფორმები აქვს, რის გამოც ადვილად გაარჩევ 'ჯვრისგან'. ამ დასტებზე კი 'ყვავს' ძალიან რბილი და მომრგვალებული ფორმები აქვს, რაც სერიოზულ დისკომფორტს იწვევს. ნახატიანი კარტები უფრო დიდ პრობლემას ქმნის, განსაკუთრებით თუ სტადს თამაშობ. მაგიდის ბოლოში თუ ზიხარ, მაგიდის ცენტრში გაშლილ ბორდზე საკმაოდ რთულია ამოიცნო რომელიმე ნახატი, ან გაარჩიო ერთმანეთისგან." 

"პირველად როცა აღმოვაჩინე, რომ Bicycle-ის ბანქოს ნაცვლად ამ კარტით უნდა გვეთამაშა, საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, რადგან WSOP და Bicycle განუყოფელი წყვილი მეგონა. მესმის, რომ WSOP ბიზნესია და მის ორგანიზატორებს აქვთ უფლება ნებისმიერ კარტის მწარმოებელთან გააფორმონ ხელშეკრულება, მაგრამ პრობლემები აშკარად არსებობს და იმედია მათი გამოსწორება მოხერხდება" - ამბობს WSOP-ის ორი სამაჯურჯის მფლობელი ენდი ფრანკენბერგერი. 

Jeffrey Pollack-ის ბანქო, რომელზეც ნეგრანუ ტვიტერზე წერდა, 2007 წელს გამოიყენეს, რამაც მოთამაშეებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა - ბევრმა ერთმანეთისგან ვერ გაარჩია 9 და 6. შეცდომა სწრაფადვე გამოასწორეს და კარტი ხმარებიდან ამოიღეს. თუმცა ნეგრანუ, ამ შემთხვევაში, იგივეს ვერ ვარაუდობს, რამდენადაც მას 'მოდიანოს' ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და კარტებთან დაკავშირებით პრეტენზიების შესახებ ერთგვარი ფიდბექი სთხოვა. ნეგრანუს არ გასჭირვებია თავისი შესწორებების კომპანიისთვის შეთავაზება, მაგრამ სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოქმედი ბანქოს ახლით ჩანაცვლება ვერ მოხერდება. " კარტები საკმაოდ გამოსადეგია, უბრალოდ ხარისხია დაბალი" - ამბობს ნეგრანუ. 

WSOP-ის აღმასრულებელი დირექტორის, თაი სტუარტის განცხადებით, 'მოდიანოს' კარტებს ისინი WSOP-ის ევროპის მეინ ივენთზე იყენებდნენ, სადაც არცერთ მოთამაშეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. "Modiano-ს ძალიან მაღალი რეპუტაცია აქვს და ჩვენ მოხარულები ვართ ასეთ მწარმოებელთან თანამშრომლობის გამო, - თქვა სტუარტმა, - ჩვენთვის მომხმარებლისა და მოთამაშეების ფიდბექი ყოველთვის პრიორიტეტულია და მათ აზრსა და შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. მაგრამ WSOP, ამ ეტაპზე, არ გეგმავს სათამაშო ინვენტარის მომწოდებლის შეცვლას."

რუმები

ქართული უცხოური