დარიო სამარტინოს წარმატებული სერია გრძელდება
ყოველ ზაფხულს, პოკერის სამყაროში, ახალი სახელები ჩნდება. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი WSOP-ზე ნაჩვენები კარგი შედეგებია. გავიხსენოთ შარშანდელი აღმოჩენა - ბრენდონ შეკ-ჰარისი, ან შარშანწინდელი - ლონი ჰარვუდი. 2012-ში ასეთი აღმოჩენა გრეგ მერსონი იყო, რომელმაც WSOP-ის ორ სამაჯურთან ერთად, წლის მოთამაშის ტიტულიც მოიპოვა. 2015 წლის პოკერის სერიები ჯერ ადრეულ ფაზაშია, ამიტომ მოსახდენი კიდევ ბევრია - ჩვენ მთელი ზაფხულის შედეგები დაგვჭირდება იმის გამოსავლენად, თუ ვინ იყო საუკეთესო წელს? მაგრამ ასეთი მოთამაშე, პოტენციურად, შეიძლება დარიო სამარტინო აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, მას ამის სერიოზული შანსები აქვს.
სამარტინო, პოკერში, ახალი არ არის. მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ნებისმიერ მოყვარულს 'პოკერის' ხსენებაზე მისი სახელი ახსენდება. პოკერის საერთაშორისო ტურნირებში ჩახედულ ადამიანებს, შესაძლებელია სამარტინოს სახელი ახსოვდეთ იმ რეზულტატების წყალობით, რომელიც მან European Poker Tour Grand Final-ზე დადო. მონაკოში, სამარტინომ ჯერ €100.000 ევროიანი სუპერ ჰაი როლერის სატელიტი მოიგო, ხოლო შემდეგ, ძირითადი ტურნირის მეოთხე ადგილი დაიკავა (€709.500). ამას მოჰყვა მე-17 ადგილი €10.600-იან მეინ ივენთზე (€51.350) და მეექვსე ადგილი €25.000-იან ჰაი როლერზე (€257.400). სამარტინოს, კარიერული $2.4 მილიონი დოლარიდან, ნახევარი, სწორედ EPT Grand Final-ზე აქვს მოგებული. ის ასევე 10-ჯერ შევიდა ფულში მსოფლიო პოკერის სერიებზე, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად ვერ გახდება იმის მიზეზი, რომ მას წლის აღმოჩენა ვუწოდოთ.
ამ მომენტისთვის, სამარტინო 2015 წლის WSOP-ის თამაშობს და უნდა ითქვას, რომ მას უკვე საოცრად კარგი სტარტი აქვს - $10.000 დოლარიან პოტ ლიმიტ ჰოლდემ ივენთში, სამარტინო, ფინალურ მაგიდაზე მოხვდა და მეექვსე ადგილი აიღო, $60.545 დოლარით. გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა, მაგრამ სამარტინო იღბალსაც შეეხო და თამაშის ამ დაუნდობელი ნაწილისგანაც მიიღო ერთგვარი გამოცდილება, როდესაც მისმა K
K
-მა, შონ დიბის 4
4
-თან A
T
4
7
3
ბორდზე წააგო.
მართალია, ამ დარიგებით იტალიელი ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ასეთი უიღბლობა შეიძლება გახდეს მისი შემდეგი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი. EPT-ზე მიღწეული წარმატება, მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდა სამარტინოს WSOP-ის სტარტისთვის. ასეთმა სტარტმა და შემდეგ განცდილმა მარტივმა უიღბლობამ კი, შეიძლება 2015 წელი მის კარიერაში უდიდეს გარღვევად აქციოს. სწორეთ ასეთი პატარ-პატარა წარმატებები და იღბალთან დაკავშირებული წვრილმანი ფაქტორები ქმნიან ჩვეულებრივი მოთამაშეებისგან ლეგენდებს. ასე რომ, სრულიად დასაშვებია, ჩვენ ისტორიის შექმნის მომსწრენი ვართ.





