ხანგრძლივი უიღბლობა საწყის ხელებში, რა თქმა უნდა, შემაწუხებელია. არავის უხარია საათობით სისტემატური ფოლდვა და სხვა მოთამაშეების ყურება, როგორ იგებენ და აგებენ დიდ ბანკებს. მაგრამ თუ ვაპირებთ სერიოზული პოკერის თამაშს, მაშინ უნდა შევეგუოთ ამ მოცემულობას, რომ პერიოდულად იქნება ასეთი სესიები და ოლიმპიური სიმშვიდით შევხვდეთ მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზულ დანაკლისებთან გვექნება საქმე.
დროგამოშვებით უნდა დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს: რატომ ვთამაშობთ პოკერს? მოგწონთ მისი სტრატეგიები? ფული გჭირდებათ? გინდათ განვითარება და ლიმიტების აწევა, თუ უბრალოდ აზარტი მოგწონთ? მზად ხართ, რომ დაკარგოთ ფული და გაუმჯობესდეთ? მოგწონთ შეგრძნება, როცა სუსტი კარტებით ძლიერ ხელებს ამარცხებთ, ან პირიქით - როცა საკუთარი ტუზები გიფუჭდებათ სხვისი ნაგავი ხელით? ხვებთან შეიძლება ვთქვათ სხვადასხვა მიზეზი, მოვყვეთ კარგი ისტორიები, მაგრამ საკუთარ თავთან გულახდილები უნდა ვიყოთ. გონებაში ზუსტად უნდა ვიცოდეთ პასუხები ამ კითხვებზე.
სწორი, მომგებიანი პოკერისთვის აუცილებელია ბევრი ფოლდი. დიდი პოტები იშვიათობაა. თუ თქვენ დიდი თანხების მოგებით ან წაგებით ღებულობთ სიამოვნებას, მაშინ გირჩევთ კრაპსი ან ბლექჯექი ითამაშოთ. რა თქმა უნდა ასეთ თამაშებში კაზინოს ექნება უპირატესობა, მაგრამ არა იმხელა, რამხელაც თქვენს ოპონენტებს იმ დროს, როცა მოგბეზრდებათ ლოდინი და დაიწყებთ ნაგავი ხელების თამაშს.
თუ თქვენ გინდათ ითამაშოთ მომგებიანი პოკერი, მაშინ უნდა გაიაზროთ რისი კონტროლი შეგიძლიათ და რისი არა. გჯერათ თუ არა, მოგება მეორეხარისხოვანია. რისი კონტროლიც შეგიძლიათ, არის თქვენი გადაწყვეტილებები. თუ თქვენ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, მოგება გაიზრდება თანდათანობით. მაგრამ არ არის არანაირი გარანტია, რომ ეს მოხდება ერთ ღამეში, ერთ დღეში, ან თუნდაც ერთ თვეში. წაგება ამ თამაშის ერთ-ერთი დიდი შემადგენელი ნაწილია. თუ თქვენ მოახერხებთ, რომ წამგებიანი სესიების დროს არ ჩავარდეთ ტილტში, მიიღოთ მშვიდი, სწორი, რაციონალური გადაწყვეტილებები და შეამციროთ წაგებები, ეს უკვე მოგების ტოლფასია. თუ თქვენ მოგბეზრდათ ფოლდი და აირჩიეთ ცუდი ხელების თამაში, თქვენ შემცირების ნაცვლად ზრდით წაგებებს.
შევხედოთ პოკერს ამ კუთხით: თქვენი კარიერის განმავლობაში უამრავი მომგებიანი და წამგებიანი სესია გექნებათ. მოიგებთ თუ არა რომელიმე კონკრეტულ სესიაზე, არანაირ გავლენას არ ახდენს თქვენს შემოსავალზე 10 წლის განმავლობაში. რაც რეალურად ახდენს გავლენას, მთლიანობაში მოგებული და წაგებული თანხაა.
არსებობს ორი გზა იმისთვის, რომ გავზარდოთ მოგება მთლიანობაში:
- თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ შემოსავალი იმით, რომ მომგებიანი სესიების დროს მაქსიმალურად გამოიყენოთ მოცემული შესაძლებლობები და იღბალი და ბოლომდე ამოიღოთ მოწინააღმდეგის ფული.
- ასევე შეგიძლიათ გაზარდოთ მოგება იმით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ წამგებიანი სესიების დროს დაკარგული თანხა, რისთვისაც დისციპლინა და უემოციობა უმთავრესი აუცილებლობაა.
ჩემი აზრით, მეორე გაცილებით ადვილი გასაკეთებელია. პირველის სწავლას წლები სჭირდება, მეორე კი პიროვნული ნებისყოფის ხარჯზე შეგვიძლია გავაკეთოთ. უმარტივესი მოცემულობა მივიღეთ: წაგების შემცირება მოგების გაზრდას ნიშნავს. როცა გავიაზრებთ იმას, რომ მომგებიანი სესიის შეკვეთის ნაცვლად, ჩვენი ამოცანა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა, ყველაფერი სხვანაირად ისახება. თუ მთავარი მიზანია გრძელვადიანი მოგებაა, ჩვენ შეგვიძლია ცუდი კარტები დავინახოთ ერთ-ერთ საშუალებად. მათი მოშორება არ შეიძლება, ისინი აუცილებლად დაგვირიგდება, მაგრამ გადაწყვეტილება ხომ ჩვენ გვეკუთვნის? ასე რომ დავიწყოთ ფულის კეთება ცუდი კარტებით.
დავუშვათ დამირიგდა AA, უმარტივესი ხელი სათამაშოდ. შანსებში უპირატესობა მე მაქვს და მაინც უამრავი რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ. და ვთქვათ, მოვიგე ეს დარიგება. მე არ ვიცი სწორად ვითამაშე თუ არა. რა უნდა გამეკეთებინა, მეთამაშა ლიმპით და სხვისი აგრესიის შემდეგ გამეკეთებინა რირეიზი? რამხელა უნდა ყოფილიყო ჩემი რეიზი? გამეგრძელებინა თუ არა აგრესია ფლოპზე, თუ მეთამაშა ჩეკ-რეიზი? თუ მოწინააღმდეგე ქოლს გააკეთებდა მე იგივე გადაწყვეტილებების მიღება დამჭირდება ახლა უკვე თერნზე. თუ მოწინააღმდეგე რეიზს ითამაშებს გავაკეთო ქოლი, თუ პირდაპირ ოლ ინი? იქნებ საერთოდაც უნდა გადავყარო კარტი? ათეულობით სხვადასხვა რთული გადაწყვეტილების გაკეთება გვიწევს მაშინაც კი, როცა საქმე უმარტივეს ხელთან გვაქვს. არაფერს ვამბობ დროინგ ჰენდის დროს შექმნილ სიტუაციებზე, ფლოუტინგზე, თრეფინგზე და სხვა რთულ ტაქტიკებზე.
ახლა სხვა შემთხვევა განვიხილოთ: დამირიგდა 9
2
პირველ პოზიციაზე. მთელი ჩემი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ავიღო კარტები, გავაცურო მაგიდის ცენტრისკენ და მივულოცო საკუთარ თავს სწორი გადაწყვეტილების მიღება. ტუზების შემთხვევისგან განსხვავებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თამაში იდეალური იყო. მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეც კი ვერ მიიღებდა ამაზე კარგ გადაწყვეტილებას.
ფოლდი არ უნდა იყოს მოსაბეზრებელი. შეხედეთ ამას როგორც საშუალებას, რომლის დროსაც შეგიძლიათ შეისწავლოთ მოწინააღმდეგის მოქმედებები, სცადოთ მისი ხელების გამოცნობა. მითუმეტეს, ის მომენტი, როცა თქვენ არ ხართ თამაშში შესული, საუკეთესოა ოპონენტის შესასწავლად. თქვენი გონება ცივია და საერთოდ არ გადარდებთ რა მოხდება მაგიდაზე.
გახსოვდეთ, რომ შენარჩუნებული ფული - მოგებული ფულია.





