ყავს თუ არა მას ფლეში? - სავარაუდოდ ყველაზე გავრცელებული კითხვა ყველა ჰოლდემ მოთამაშისთვის. ნამდვილად რთული გადაწყვეტილების წინაშე ვართ, როდესაც გვყავს ტოპ წყვილი, ოვერ წყვილი ან უფრო ძლიერი ხელი, მაგრამ თერნი ან რივერი გვთავაზობს პოტენციურად გაფლეშებულ ბორდს.
ასეთ სიტუაციაში სწორი ვარაუდის მცოდნე ადამიანი მილიონერი იქნებოდა. მე არ ვარ მილიონერი, ასე რომ ზუსტი ფორმულა ასეთი პრობლემისთვის არ არსებობს. ჩვენ ვერასდროს ვიტყვით 100%-ით მიიღო თუ არა მოწინააღმდეგემ მოსალოდნელი ფლეში. მაგრამ ლაივ მოთამაშეებისთვის ამ შემთხვევაში არსებობს პატარა მინიშნება ე.წ. "tell", რომელიც სიტუაციაში გარკვევის საშუალებას გვაძლევს.
რამდენიმე წლის წინ ვთამაშობდი ლაივ თამაშს 1/2 ლიმიტზე. სესიის დასაწყისში დამირიგდა 98o სხვადასხვა ფერის, რაც თამაშის "გასახურებლად" საკმაოდ კარგი ხელია გვიანი პოზიციისთვის. თამაშში შემოსულმა პირველმა მოთამაშება გაზარდა ფსონი, მეორემ ქოლით უპასუხა და მეც შევუერთდი სამკაციან ბანკს. ასეთი საწყისი ხელით ქოლზე თუ ეჭვები გაგიჩნდებათ, სამართლიანი იქნებით, მაგრამ ამ შემთხვევაში გამიმართლა.
ფლოპი დარიგდა K88 ორი გულით. ოპონენტების ჩექის შემდეგ გადავწყვიტე ხელი სწრაფად მეთამაშა და ფოსნი გავზარდე. რეიზერმა დაფოლდა, ხოლო მეორე მოთამაშემ ამჯერადაც ქოლით უპასუხა ჩემ ბეთს. ჩემს გონებაში ჩამოყალიბდა მისი სავარაუდო ხელები: მეფე, რვიანი, ან ფლეშ დრო. სანამ მოქმედებას გადავწყვეტდი, მან საკუთარი კარტები შეამოწმა. და აი ზუსტად! გონებაში მაშინვე გამოირიცხა მისი დასრულებული ფლეში.
რატომ ვფიქრობ ასე?
მოყვარული მოთამაშეები, უმეტესად არ იმახსოვრებენ კარტს ვიზუალურად. მათ ახსოვთ მხოლოდ ორი წითელი, ორი შავი, ან სხვადასხვა ფერის კარტები. თუ მას ჰყავდა ორი წითელი კარტი, ის ფლოპზევე შეამოწმებდა მის სავარაუდო ფლეშ დროს. მაგრამ ის ასე არ მოიქცა. მან მხოლოდ თერნზე შეამოწმა საკუთარი ხელი. სავარაუდოთ მას ჰყავდა შავი მეფე, ხოლო მეორე კარტი - რომელიმე წითელი ნიშნით. ის ბანქოს ამოწმებდა ბექდორ ფლეშის იმედით, იქნებ რივერზე მაინც დაემთავრებინა კომბინაცია.
ფლოპზე ჩემი ბეთის შემდეგ გადავწყვიტე, რომ გულის ამოსვლის შემთხვევაში ჩექი მეთამაშა. მაგრამ მისმა ასეთმა მოქმედებამ გადამაფიქრებინა ასეთი თამაში, მე დავდე და მან გადაყარა. მას უნდა აღმოეჩინა, რომ მეორე წითელი კარტი იყო აგური, ან იმდენად სუსტი გული, რომლის იმედადაც თამაშის გაგრძელება არ ღირდა. სავარაუდოდ ამიტომაც მიიღო ბეთი ფლოპზე და დაყარა რივერზე.
ასეთი მინიშნების მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველ მოთამაშეს აინტერესებს ჰყავს თუ არა მას ფლეშ დრო. თქვენ, რასაკვირველია, უნდა იცოდეთ ვის ეთამაშებით - მოყვარულს, თუ პროფესიონალს? პროფესიონალი და დაკვირვებული მოთამაშე ძალიან იშვიათად დაუშვებს ასეთ შეცდომას, ხოლო მოყვარული - თითქმის ყოველ შესაძლებლობაზე. ფლოპზე დადებული ფლეშ დროს, ან უკვე შემდგარი ფლეშის შემთხვევაში, ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ ოპონენტმა თავისი ბანქო შეამოწმოს, ასეთი შანსი თითქმის არ არსებობს. როდესაც მისი კარტი არის ერთნაირი ფერის (განსხვავებული წითელი ან განსხვავებული შავი) ის შეამოწმებს თავის ხელს ფლოპზე დადებული ფლეშ დროს შემთხვევაში. ხოლო თუ მისი კარტი განსხვავდება ფერებით (წითელი და შავი), ის ხელს შეამოწმებს მაშინ როცა უკვე თერნზე დაიდება საფლეშე.
აქვე რამდენიმე გაფრთხილება:
ზოგი მოთამაშე ყოველთვის იმახსოვრეს თავის ხელს ზუსტად და არასდროს საჭიროებს მათ შემოწმებას. ასეთი მოთამაშეები თქვენ უნდა გამოავლინოთ მათი იმიჯის მიხედვით - არის ის უბრალო მოყვარული, თუ ეკიდება პოკერს სერიოზულად?
ზოგიერთი მოთამაშე იმახსოვრებს თავის კარტს, მაგრამ უკვე სავარაუდო ფლეშის ამოსვლის შემთხვევაში სურს დარწმუნდეს თავისი კარტის სისწორეში. ეს უბრალოდ ჩვევაა და ეს ახასიათებთ, როგორც დამწყებ, - ასევე პროფესიონალ მოთამაშეებს.
ხოლო ზოგმა მოთამაშემ იცის ასეთი მინიშნების შესახებ და შეიძლება მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის მიზნით მოიმოქმედოს ზუსტად მსგავსი რამ. ისინი შეამოწმებენ თავიანთ ხელს ფლოპზე ან თერნზე, რათა თავგზა აუბნიონ მოწინააღმდეგეს. ასეთი ჩვევაც პროფესიონალი მოთამაშეებისთვისაა დამახასიათებელი.





